ავტორი:

ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა - ისლამაბადი საპასუხო ზომებს აანონსებს

ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა - ისლამაბადი საპასუხო ზომებს აანონსებს

ინდოეთსა და პაკისტანში დაძაბულობა იზრდება. ოთხშაბათს დილით, პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ინდოეთმა საჰაერო დარტყმების სერია განახორციელა.

ოფიციალური დელის განცხადებით, დაიბომბა 9 სამიზნე. თუმცა, პაკისტანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დარტყმები 6 სამიზნეზე მოხდა. ისლამაბადის განცხადებით, ჩამოაგდო 5 თვითმფრინავი და სულ მცირე ერთი დრონი - ინდოეთმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

პაკისტანის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა ინდოეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებს „აგრესიის საზარელი აქტი“ უწოდა, რომელიც მისი თქმით, დაუსჯელი არ დარჩება.

პარალელურად კი, ინდოეთის არმიის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში პაკისტანის იერიშებს ინდოეთში სულ მცირე 15 პირი ემსხვერპლა. ინდოეთის არმია აცხადებს, რომ სასაზღვრო ხაზთან სროლა გრძელდება და ისინი პაკისტანიდან „პროვოცირებულ ცეცხლს“ პასუხობენ.

შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები 7 მაისს განახორციელა. ეს იყო ინდოეთის პასუხი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო

იხილეთ ასევე:

იხილეთ ვიდეოში: პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, ინდოეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმების შედეგები