ავტორი:

“ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?“ - როგორ აკრიტიკებდა პრევოსტი დონალდ ტრამპსა და ვენსს რომის პაპად არჩევამდე: სკანდალური დეტალები

“ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?“ - როგორ აკრიტიკებდა პრევოსტი დონალდ ტრამპსა და ვენსს რომის პაპად არჩევამდე: სკანდალური დეტალები

აშშ-ში დაბადებული რობერტ პრევოსტი, რომის პაპად კურთხევამდე, არ ერიდებოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის კრიტიკას.

როგორც reuters-ი წერს, პაპმა ლეო XIV-მ, რომელიც კარდინალებმა გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეს შემცვლელად აირჩიეს, თვეების წინ X-ზე რესპუბლიკელი ლიდერების პოლიტიკა გააკრიტიკა.

“მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სიამაყე გამოხატა ვატიკანის პირველი ამერიკელი პაპის შესახებ, პრევოსტის გამოქვეყნებულმა პოსტებმა ტრამპის ყველაზე მგზნებარე კონსერვატორი მხარდამჭერების კრიტიკა გამოიწვია,“ - წერს გამოცემა.

„დიდი პატივია ამერიკელი პაპის მასპინძლობა“, - განაცხადა ტრამპმა შეკითხვის საპასუხოდ, შეხვდებოდა თუ არა ლეოს.

  • თებერვალში, „პრევოსტმა“გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჯ.დ. ვენსი ცდება: იესო არ გვთხოვს სხვებისადმი ჩვენი სიყვარულის შეფასებას“.

აპრილში, როდესაც ტრამპი სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს შეხვდა, რათა განეხილათ აშშ-დან ჩამოსული სავარაუდო ბანდის წევრების დასაკავებლად ციხის გამოყენების შესაძლებლობა, სადაც, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებები ირღვეოდა, პრევოსტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა: „ვერ ხედავთ ტანჯვას? ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?“

თავის მხრივ, ტრამპის მოძრაობის “Make America Great Again“-ის მხარდამჭერებმა ახალი პაპი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ პაპი ლეო XIV შესაძლოა ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგე იყოს.

თეთრი სახლის წარმომადგენლებს პრევოსტის კრიტიკაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წყარო

იხილეთ ასევე: