ექსპერტების თქმით, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე პატარა ვულკანური კუნძულ ლორდ ჰოუზე დაახლოებით 44 000 ქარიშხალასნაირი ფრინველთა სახეობა ცხოვრობს. ეს მათი სამშობლოა.
მშობლები კვერცხს წელიწადში ერთხელ დებენ და ბარტყები იანვრის ბოლოს იჩეკებიან. დაბადების შემდეგ, მათი წიწილები 90 დღის განმავლობაში თავიანთ სოროებში არიან და ელოდებიან მშობლებს, რომლებმაც ისინი წესით თევზითა და კალმარით უნდა გამოკვებონ.
თუმცა, ქარიშახალას უმეტესობა „ტკაცუნობს და ხრაშუნებს“, რადგან მათ დიდი რაოდენობით პლასტმასა მოიხმარეს.
როგორც აღმოჩნდა, დედა და მამა ახალგამოჩეკილ შვილებს შემთხვევით პლასტმასას აჭმევს. ესენია: ბუშტების სამაგრები, LEGO-ს ნაჭრები, კალმის თავსახურები, ბოთლის თავსახურები, სათამაშო მანქანის ბორბლები და ა.შ.
მეცნიერებმა ერთ-ერთ ფრინველში, რომელიც 80 დღის იყო, პლასტმასის რეკორდული რაოდენობა - 778 ნაწილაკი აღმოაჩინეს. და ეს ყველაფერი არ არის, მათივე თქმით, ახლა ყველა ფრინველს მუცელში 50 ან მეტი პლასტმასის ნაჭერი აქვს.
კუნძულის ფრინველთა სიცოცხლის საფრთხეებზე ბუნების ისტორიის მუზეუმის ფრინველთა უფროსი კურატორი, დოქტორი ალექს ბონდი საუბრობს. ის ამაზე 2009 წლიდან წერს.
„წიწილების გამოჩეკის შემდეგ მშობლები მომდევნო სამ თვეს ტასმანიის ზღვაში ატარებენ, საკვებს ან პლასტმასას აგროვებენ, უკან მოაქვთ და წიწილას კვებავენ,“- აცხადებს დოქტორი ბონდი.
პლასტმასას შეუძლია წიწილას მთლიანი სხეულის წონის 10 პროცენტამდე შეადგინოს, რაც ნამდვილი საკვებისთვის ადგილს არ ტოვებს.
დოქტორ ბონდმა განმარტა, რომ პლასტმასას ასევე შეუძლია ოკეანეში არსებული ტოქსინების შთანთქმა, ფრინველის კუჭში მოხვედრა და ამ ტოქსინების სისხლში გამოყოფა. ის ფრინველების სისხლსა და ბუმბულში დამაბინძურებლების შემცველობას ზომავს. ასევე სწავლობენ ფრინველების შინაგანი ორგანოების ქსოვილების დაზიანებას და იკვლევენ პლასტმასას მათი კუჭის შიგნიდან.
სამწუხაროდ, ჯგუფი თითქმის ყოველ დღე პოულობს მკვდარ ან მომაკვდავ ფრინველებს ლორდ ჰოუს კუნძულის პლაჟებზე.
გუნდის თქმით, ისინი ცდილობენ ფრინველებს კუჭი გაუსუფთაონ, რომელთა უმეტესობა პლასტმასის უამრავი დიდი ნატეხითაა სავსე.
“კუჭში ამ რაოდენობით პლასტმასის არსებობის შემთხვევაში, ბევრი ვერასდროს გადარჩება. ზოგიერთ შემთხვევაში, ფრინველები, რომლებსაც ვიჭერთ ტკაცუნობს და ხრაშუნებს,“ - აცხადებს დოქტორი.
ამასთან, პოპულაციის მონაცემები მიუთითებს, რომ ლორდ ჰოუს კუნძულზე მობინადრე ქარიშხალასნაირების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ბუნების ისტორიის მუზეუმი მოსახლეობას მოუწოდებს, პლაჟებზე პლასტმასა არ დატოვონ და ისინი აუცილებლად მოათავსონ ნაგვის ურნაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარს დამაბინძურებელი სხვადასხვა მიმართულებით მიაქვს და ამას გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება.
იხილეთ ასევე: