აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ილონ მასკი აკრიტიკებს კანონპროექტს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "დიდ და მშვენიერ კანონპროექტს" უწოდებს.
ილონ მასკის თქმით, ეს კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ გასულ თვეში მიიღო, "ამაზრზენი სისაძაგლეა"

მასკის ეს განცხადება პირველი საჯარო კომენტარია თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, რომელიც მისი და დონალდ ტრამპის უთანხმოებას უსვამს ხაზს. მანამდე კი მან ტრამპის გეგმას აღნიშნული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით, "იმედგაცრუება" უწოდა.
თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მასკი და თვლის, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ბიუჯეტში არსებული ისედაც გიგანტური დეფიციტი და დამძიმდება ამერიკის მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა.

"ეს არის დიდი, ლამაზი კანონპროექტი და პრეზიდენტი იცავს მას", - აცხადებს ლევიტი.
კანონპროექტის მიხედვით, გახანგრძლივდება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მიღებული საგადასახადო შეღავათები და ასევე შესრულდება ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები. მათ შორის, დაპირება ზეგანაკვეთური შრომის დაბეგვრის გაუქმების შესახებ, ასევე ის ითვალისწინებს ასობით მილიარდი დოლარის გამოყოფას თავდაცვისა და იმიგრაციასთან დაკავშირებული დაპირების აღსრულებისთვის.

კანონპროექტის ძირითადი მიზანია 2017 წლის "საგადასახადო შეღავათებისა და დასაქმების აქტის" ზოგიერთი მუხლის გაგრძელება, რომელსაც ტრამპმა პირველი ვადის განმავლობაში მოაწერა ხელი და რომლის ვადაც წლის ბოლოს იწურება. როგორც The Washington Post წერს, თუ კანონპროექტს არ მიიღებენ, პრაქტიკულად ყველა გადამხდელი უფრო მეტ გადასახადს გადაიხდის. ასევე დოკუმენტი ითვალისწინებს 150 მილიარდი დოლარის გამოყოფას იმიგრაციის კონტროლისთვის, რაც ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საგადასახადო შეღავათების გაგრძელების დასაფინანსებლად კანონპროექტი გაამკაცრებს "სახელმწიფო სამედიცინო დახმარების პროგრამაში" ჩართვის კრიტერიუმებს. ეს კი როგორც კონგრესში აცხადებენ, მილიონობით ადამიანს დაზღვევის გარეშე დატოვებს.
გარდა ამისა, კანონპროექტი მილიარდობით დოლარის ხარჯს დაუკავშირებს SNAP-ს, კვების დახმარების ფედერალურ პროგრამას და ამ ხარჯებს შტატებზე გადაანაწილებს. ამის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაზარდონ გადასახადები, ან მიიღონ ზომები, რომელიც უამრავ ოჯახს ამ პროგრამიდან ამოაგდებს.