ითვლება, რომ ცხოველებთან ერთად ცხოვრებას ღრმა გავლენა აქვს ადამიანის იმუნიტეტზე. ის პოტენციურად ამცირებს ალერგიის, ეგზემის და ავტოიმუნური დაავადებების რისკსაც კი.
მას შემდეგ, რაც მე-18 საუკუნეში, ამიშები პირველად ემიგრირდნენ ცენტრალური ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკაში, საზოგადოება ცნობილი გახდა თავიანთი უნიკალური ცხოვრების წესით. ისინი დღემდე ცხოვრობენ ცხოველებთან ერთად, გადაადგილებისთვის ცხენებს იყენებენ და საკვებადაც საუკუნეების განმავლობაში ნაცად ინგრედიენტებს იყენებენ.
BBC-ის ინფორმაციით, გარდა ცხოვრების სტილისა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მათი ცხოვრების წესი სულ უფრო საინტერესო გახდა სამედიცინო სამყაროშიც.
“ამის მიზეზი არის იმის უკეთ შემეცნება, თუ როგორ მუშაობს ჩვენი იმუნური სისტემა და როგორ მოქმედებს მასზე ცხოველები.,“ - წერს გამოცემა.
2012 წელს მეცნიერთა ჯგუფმა ინდიანას შტატში, ამიშების თემში გარკვეული დრო გაატარა. მათ 30 ბავშვის სისხლის ნიმუშები აიღეს და დეტალურად შეისწავლეს მათი იმუნური სისტემა. როგორც აღმოჩნდა, 7-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში ალერგიის რისკი მცირდება თუ ბავშვს სახლში ადრეული ასაკიდანვე ჰყავს შინაური ცხოველი.
სწორედ ამიტომ, ამიშ აბავშვებს ალერგიის უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ. მათ იმუნიტეტი გარემომ ჩამოუყალიბა. ამიშ ბავშვებს უფრო მეტი მიკრობი ჰქონდათ იმ ცხოველებისგან, რომელთა შორისაც ცხოვრობდნენ.
იმუნოლოგთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ალპურ ფერმებში გაზრდილი ბავშვები, სადაც ძროხები ოჯახებთან უფრო მჭიდრო კონტაქტში ცხოვრობენ, დაცულები არიან ასთმისგან, თივის ცხელებისა და ეგზემისგან.
ლაბორატორიულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ძაღლებიდან მომდინარე მოლეკულურ სიგნალებს შეუძლიათ კანის ანთების დათრგუნვა.
ამიშების კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, იმუნურ სისტემაზე შინაური ცხოველების ზემოქმედების ეფექტი განხილვის საგანი გახდა. New York Times-მა სტატიაც კი გამოაქვეყნა, სადაც აინტერესებდათ, არიან თუ არა შინაური ცხოველები ახალი „პრობიოტიკები“.
როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, როდესაც ცხოველებთან ვცხოვრობთ, მათი ბეწვიდან და თათებიდან ჩვენს კანზე მიკრობები გადადის.
ამის გამო ვარაუდობენ, რომ „მიკრობიომი“ შეიძლება კოლონიზებული იყოს ჩვენი შინაური ცხოველების ბაქტერიებით. ეს არის მიკრობების უზარმაზარი კოლონიების ერთობლიობა, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს კანზე, პირში და რაც მთავარია ნაწლავებში, სადაც ჩვენი სხეულის იმუნური უჯრედების მნიშვნელოვანი კონცენტრაციაა.
სწორედ ეს უზრუნველყოფს იმუნიტეტის გაძლიერებას ადამიანებში.
თუმცა, სხვები ამ კონცეფციას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
იხილეთ ასევე: