თინა ბოკუჩავას მეუღლემ კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც "ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიში მოუხადა, საქმე ეხება წლების წინ ტელეკომპანია "იბერიის“ ეთერში იოსელიანის მხრიდან უტას მიმართ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მის პირად ცხოვრებას შეეხებოდა.
თემას ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის: წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე:
"იოსელიანის მიმართვა არ არის საქილიკო თემა.
არც ოპოზიციონერი ქალია პასუხისმგებელი სხვის საქციელზე.ანუ, დემოკრატიაში “ნებაყოფლობით” ასე არ ხდება. ასე ხდება კადიროვშინაში.
ქალს შეეშვით. ქოცებს მივხედოთ", - წერს დეკანოიძე.