ავტორი:

ლოს-ანჯელესის ნაწილში “კომენდანტის საათი“ ამოქმედდა - საპროტესტო აქციებმა 10-ზე მეტი ქალაქი მოიცვა, დაკავებულია ასობით მომიტინგე: ბოლო ცნობები აშშ-დან

ლოს-ანჯელესის ნაწილში “კომენდანტის საათი“ ამოქმედდა - საპროტესტო აქციებმა 10-ზე მეტი ქალაქი მოიცვა, დაკავებულია ასობით მომიტინგე: ბოლო ცნობები აშშ-დან

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესის ცენტრის ნაწილში მეორე ღამეა „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა. CNN-ის ინფორმაციით, „კომენდანტის საათი“ ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე იწყება და დილის 6 საათამდე გრძელდება.

“„კომენდანტის საათის“ მიზანია „შეაჩეროს ცუდი აქტორები, რომლებიც პრეზიდენტის ქაოსური ესკალაციით სარგებლობენ. თუ ლოს-ანჯელესის ცენტრში არ ცხოვრობთ, ან არ მუშაობთ, მოერიდეთ ამ ტერიტორიას და დაიცავით სამართალდამცავი ორგანოების მითითებები. ვანდალიზმი და ძალადობა დაუშვებელია“, - დაწერა ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე პოსტში.

მისი თქმით, გუშინ ღამით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

  • გარდა ამისა, ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების მსგავსი გამოსვლები აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებშიც დაიწყო. მათ შორის ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ოსტინსა და ვაშინგტონში.

რეიდები და საპროტესტო აქციები აშშ-ის ათზე მეტ ქალაქში ვრცელდება.

ქვეყნის მასშტაბით, დაპატიმრებები მიმდინარეობს. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სამშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ჩიკაგოში პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა, 4 კი ბრალი წაუყენეს მძიმე დანაშაულებში.

ატლანტაში პოლიციამ დემონსტრაციებში მონაწილე 6 ადამიანი დააკავა.

ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იმართება ნიუ-იორკში.

სამშაბათს ღამით, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 86 ადამიანი დააკავეს, ხოლო დაახლოებით 2500 მომიტინგე იმყოფებოდა ქუჩებში.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

წყარო

იხილეთ ასევე: