ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის მეექვსე დღეს აფეთქებები თელ-ავივსა და თეირანში ისევ ისმოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან ირანზე დარტყმას განიხილავს. aljazeera-ს ინფორმაციით, აშშ ასევე ახლო აღმოსავლეთში მეტ გამანადგურებელს აგზავნის.
რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.
ამის შესახებ განუცხადა CNN-ს სამხედრო ჩინოვნიკმა და დასძინა, რომ მათი უმეტესობა ჩამოაგდეს.
ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით დარტყმების შესახებ. ამავე ცნობებით, მეხანძრეები რეაგირებენ საცხოვრებელ შენობაზე პირდაპირი დარტყმის, ასევე ჩრდილოეთით მდებარე სხვა საცხოვრებელ შენობაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინებებზე.
ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ხანძარი ღია ადგილებში.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაგენ დევიდ ადომის თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფების მიერ რამდენიმე ადგილზე ჩატარებული დათვალიერების შემდეგ მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ ირანიდან განხორციელებული ბოლო სარაკეტო თავდასხმის ფონზე, ცენტრალურ ისრაელში სირენების ხმა გაისმა.
ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნული რაიონების მცხოვრებლებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებს. თელ-ავივის მცხოვრებლები იუწყებიან, რომ აფეთქებების ხმა ისევ ესმით.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
აღინიშნება, რომ ეს ირანიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში განხორციელებული მეორე თავდასხმაა.
ზუსტად ვიცით სად იმალება ირანის ე.წ. “უზენაესი ლიდერი”, ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ მის მოკვლას არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა
“ახლა ირანის ცის სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს. ირანს კარგი ცის რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა, და ბევრი, მაგრამ ის ვერ შეედრება ამერიკაში დამზადებულ, მოფიქრებულ და აწყობილ “ნივთებს”...
ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. “უზენაესი ლიდერი” [აიათოლა ალი ხამენეი]. ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ უსაფრთხოდაა იქ - მის მოშორებას (მოკვლას!) არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის, მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო პირებისკენ ან ამერიკელი ჯარისკაცებისკენ გასროლილი რაკეტები. ჩვენი მოთმინება იწურება”, - წერს ტრამპი.
კიდევ ერთ პოსტში ტრამპი წერს: "უპირობო დანებება!"
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით კი, ბრძოლა იწყება და ირანი ისრაელის მიმართ მოწყალებას არ გამოიჩენს.
"ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება“, - წერს აიათოლა ალი ხამენეი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი მტკიცებით, ისრაელს მკაცრი პასუხი უნდა გასცენ.
"მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს. სიონისტების მიმართ მოწყალებას არ გამოვიჩენთ“, - წერს ხამენეი.
ისრაელმა ოთხშაბათს, გამთენიისას, ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელა.
"საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
მათი ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო ობიექტები, რომლებსაც როგორც მიწა-მიწის, ასევე მიწა-ჰაერი კლასის რაკეტების წარმოებისთვის იყენებდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის შესაფერხებლად თეირანში ცენტრიფუგების წარმოების ობიექტს დაარტყეს.
"ირანის რეჟიმი ურანს ამდიდრებს, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად არის განკუთვნილი“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
იხილეთ ასევე: