ავტორი:

გიგანტური ასტეროიდი შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს და ნამსხვრევები დედამიწისკენ გამოიტყორცნოს - რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები?

გიგანტური ასტეროიდი შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს და ნამსხვრევები დედამიწისკენ გამოიტყორცნოს - რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები?

მკვლევრების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ 2032 წელს მთვარეს გიგანტური ასტეროიდი შეეჯახოს და ნამსხვრევები დედამიწისკენ გამოიტყორცნოს, რაც საფრთხეს შეუქმნის ხელოვნურ თანამგზავრებს და ამასთანავე, ცაზე წარმოუდგენლად კაშკაშა მეტეორების წვიმა გამოჩნდება.

  • ასტეროიდმა, სახელად 2024 YR4-მა დიდი ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც გასულ წელს, ტელესკოპის დაკვირვებებმა აჩვენა, რომ "ქალაქის მკვლელს“ დედამიწაზე შეჯახების 3%-იანი შანსი ჰქონდა. თუმცა ბოლოდროინდელმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ასტეროიდს, რომლის დიამეტრი დაახლოებით 53-67 მეტრია, დედამიწაზე შეჯახების უმნიშვნელო - 0.0017%-იანი შანსი აქვს, თუმცა მთვარე მაინც რისკის ქვეშ რჩება.

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დედამიწის თანამგზავრთან შეჯახების შანსი 4.3%-მდე გაზარდა.

მკვლევრების თქმით, მოდელირებამ აჩვენა რომ ასტეროიდის შეჯახების შედეგად სავარაუდოდ, მთვარის ზედაპირზე დაახლოებით 1 კილომეტრის დიამეტრის კრატერი წარმოიქმნება და შემდეგ მძიმე ნამსხვრევები დედამიწისკენ წამოვა.

  • "თუ 2024 YR4 მთვარეს 2032 წელს დაეჯახება, ეს ბოლო 5000 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დარტყმა იქნება. ასეთ შემთხვევაში დედამიწაზე მეტეორიტების წვიმა სანახაობრივი იქნება“, - ნათქვამია ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ მილიმეტრიდან სანტიმეტრამდე ზომის მთვარის ქვების უმეტესობა დედამიწის ატმოსფეროში დაიწვება, მასალის ნაწილი შესაძლოა დედამიწის ორბიტაზე მოხვდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის თანამგზავრებს, კოსმოსურ ხომალდებს და ასტრონავტებს.

კვლევის წამყვანმა ავტორმა, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის დოქტორმა პოლ ვიგერტმა, AFP-ს განუცხადა, რომ მთვარის ზედაპირზე დარტყმა "გამოთავისუფლებული ენერგიის რაოდენობის თვალსაზრისით დიდ ბირთვულ აფეთქებას შეედრება“.

"სანტიმეტრის ზომის ქვა, რომელიც წამში ათიათასობით მეტრის სიჩქარით მოძრაობს, ძალიან ჰგავს ტყვიას“, - დასძინა მან.

წყარო

იხილეთ ასევე: