ავტორი:

იტალიაში ქორწილამდე ბეზოსმა და მისმა საცოლემ ხორვატიაში ქაფის წვეულება გამართეს - ფოტოები იახტიდან და პროტესტი ვენეციაში: "ჩვენი ქალაქი ოლიგარქის სათამაშო მოედანი არ გახდება"

იტალიაში ქორწილამდე ბეზოსმა და მისმა საცოლემ ხორვატიაში ქაფის წვეულება გამართეს - ფოტოები იახტიდან და პროტესტი ვენეციაში: "ჩვენი ქალაქი ოლიგარქის სათამაშო მოედანი არ გახდება"

მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა და მისმა საცოლემ ლორენ სანჩესმა ქორწილის კვირეულის დაწყება გრანდიოზული ქაფის წვეულებით დაიწყეს.

ქორწილი 27 ივნისს, ვენეციაში გაიმართება. სპეციალურად მათთვის გადაიკეტება ქუჩები, არხები, მიმდებარე ტერიტორიებზე გაორმაგდება უსაფრთხოება და კერძო თვითმფრინავებით ჩავლენ სპეციალური სტუმრები. თუმცა, კაპიტალისტის საწინააღმდეგო მომიტინგეები წლის ყველაზე მასშტაბურ ქორწილს უკვე აპროტესტებენ და 27 ივნისსაც განსაკუთრებულად ემზადებიან.

როგორც ჩანს, ბეზოსმა, მისმა 55 წლის მომავალმა მეუღლემ გადაწყვიტეს პროტესტს ყურადღება არ მიაქციონ და საქორწილო დღეებით დატკბნენ.

სკანდალური წვეულება 500 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტაზე გაიმართა. როგორც მედია წერს, იახტა Koru 61 წლის Amazon-ის დამფუძნებელს ეკუთვნის.

DailyMail წვეულების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

წყვილმა წვეულება ხორვატიის კუნძულ კრესზე მოაწყო. ეს მათი ბოლო გაჩერებაა, ვიდრე დიდი ხნის ნანატრი ქორწილისთვის იტალიაში ჩავლენ.

ფოტოებზე ჩანს, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან და მეგობრებთან ერთად საკმაოდ სასიამოვნო დროც გაატარეს.

სანჩესიც და ბეზოსიც მზისგან თავს ქუდებითა და მზის სათვალით იცავდნენ.

იახტაზე ჩანდა წარწერა "გილოცავ დაბადების დღეს“ - როგორც ამბობენ, ზეიმი ლორენის შვილის, ევანის, 19 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა.

სტუმრები იახტის უკანა მხრიდან წყალში ხტებოდნენ და წყალში ნიჩბოსნობის დაფებით მოძრაობდნენ.

რაც შეეხება ქორწილს, როგორც მედია წერს, სადღესასწაულო დღეები, სავარაუდოდ, ერთ კვირას გაგრძელდება და დაახლოებით 15-დან 20 მილიონ დოლარამდე დაჯდება. სტუმრებს შორის იქნებიან ისეთი ცნობილი ადამიანები: როგორიცაა ტრამპების ოჯახი, კიმ კარდაშიანი, კრის ჯენერი, კეტი პერი, ორლანდო ბლუმი და სხვა.

მოსალოდნელია, რომ საღამოზე იმღერებენ ლედი გაგა და ელტონ ჯონი.

  • პროტესტი მილიარდერის წინააღმდეგ

ვენეციაში უკვე გაკრულია პლაკატები წარწერებით "ბეზოსი ქვეყანას არ წარმოადგენს“ და "ვენეციია ოლიგარქის სათამაშო მოედანი არ იქნება“. ადგილობრივებს სურთ, რომ ბეზოსმა და სანჩესმა მათი მრავალმილიონიანი ქორწილი სხვაგან გამართონ.

მომჩივნები ასევე გეგმავენ ქუჩებისა და არხების გადაკეტვას, რათა ქორწილი ჩაშალონ და დაახლოებით 200 სტუმარს ქალაქში გადაადგილებაში შეუშალონ ხელი.

მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ვენეციაში ტურისტების შემოდინებამ საცხოვრებლის ფასების მკვეთრად გაზარდა, რის გამოც "ჩვეულებრივი ვენეციელებისთვის“ რეგიონში ცხოვრება თითქმის შეუძლებელი გახდა.

წყარო

იხილეთ ასევე: