ფრანგმა მეცნიერებმა კარიბის ზღვის კუნძულ გვადალუპეში მცხოვრებ ქალში, სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს.
ფრანგული სისხლის ინსტიტუტის (EFS) ცნობით, ახალი სისხლის ჯგუფს, "გვადა ნეგატიური“ უწოდეს. ქალი არის ამ ჯგუფის სისხლის ერთადერთი მატარებელი.
EFS-ის სამედიცინო ბიოლოგმა, ტიერი პეირარმა, რომელიც მონაწილეობდა კვლევაში, AFP-ს განუცხადა, რომ ქალმა 15 წლის წინ ოპერაციამდე რუტინული ტესტები ჩაიტარა, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს მკვლევრებმა “ძალიან უჩვეულო“ ანტისხეული მის სისხლში.
თუმცა, იმ დროს რესურსები შემდგომი კვლევის საშუალებას არ იძლეოდა.
განახლებულმა კვლევებმა და ახალმა ტექნოლოგიებმა მათ ახალი აღმოჩენის შესაძლებლობა წლების შემდეგ მისცა.
"EFS-მა ახლახან აღმოაჩინა მსოფლიოში 48-ე სისხლის ჯგუფის სისტემა!“ - ნათქვამია სააგენტოს LinkedIn-ზე გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს, რომ აღმოჩენა ოფიციალურად აღიარა სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოებამ.
ცნობისთვის:
სისხლის ტრანსფუზიის საერთაშორისო საზოგადოების (ISBT) მონაცემებით, ადამიანში ამჟამად აღიარებულია 47 სისხლის ჯგუფის სისტემა. ამ სისტემებში შედის 360-ზე მეტი იდენტიფიცირებული ანტიგენი, თითოეული მათგანი უნიკალური გენეტიკური მახასიათებლებით. კლინიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემებია ABO და Rh, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის სისხლის ტიპს (A, B, AB ან O, ასევე Rh დადებითი ან უარყოფითი).
იხილეთ ასევე: