ავტორი:

2025 წლის პირველ ნახევარში ნიუ-იორკის ცას 60-ზე მეტმა უცხო ობიექტმა გადაუფრინა - რა შემთხვევებზე წერს მედია

2025 წლის პირველ ნახევარში ნიუ-იორკის ცას 60-ზე მეტმა უცხო ობიექტმა გადაუფრინა - რა შემთხვევებზე წერს მედია

მონაცემების თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში ნიუ-იორკის თავზე 66 უცხოპლანეტელი დაფიქსირდა.

Nypost-ის ინფორმაციით, მონაცემების დოკუმენტირება ეროვნული უცხოპლანეტელების კვლევის ცენტრმა (NUFORC) შეძლო, დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა ეს ჯერ კიდევ არ დაადასტურეს.

ფაქტები მოიცავს, ნორვუდში მწვანე სფეროების ზიგზაგისებურად მოძრაობის მტკიცებულებებს, თეთრ თეფშებს ჰანტინგტონში, რომლებსაც ვერტმფრენები დასდევდნენ და სხვა შემთხვევებს.

ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ ივნისში Empire State Building-ზე ექვსი ცალკეული ინციდენტი მოხდა.

1974 წელს, ცნობილი უცხოპლანეტელების მკვლევრის, რობერტ ჯ. გრიბლის მიერ დაარსებული ორგანიზაციის - NUFORC-ის მიზანია უცხოპლანეტელთა აქტივობების დოკუმენტირება და გამოძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მათივე ინფორმაციით, 1995 წლიდან ნიუ-იორკში უცხოპლანეტელთა აქტივობის 6,196 შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო

იხილეთ ასევე: