ავტორი:

ჯენიფერ ენისტონი ცნობილ ჰიპნოთერაპევტთან ერთად გამოჩნდა - რას წერენ ტაბლოიდები ახალ ვარსკვლავურ წყვილზე და ვინ არის ქოუჩი ჯიმ კერტი?

ჯენიფერ ენისტონი ცნობილ ჰიპნოთერაპევტთან ერთად გამოჩნდა - რას წერენ ტაბლოიდები ახალ ვარსკვლავურ წყვილზე და ვინ არის ქოუჩი ჯიმ კერტი?

როგორც ჩანს, პირად ცხოვრებაში არსებული მრავალწლიანი უსიამოვნებების შემდეგ, ჯენიფერ ენისტონმა ახალი სიყვარული იპოვა. როგორც ტაბლოიდები წერენ, 56 წლის ვარსკვლავმა ახალი ემოციები ცხოვრებისეულ საკითხებზე მომუშავე, სიყვარულის „გურუსთან“ ჯიმ კერტისთან იპოვა.

წყვილი 4 ივლისს დააფიქსირეს, ისინი ესპანეთის ცნობილ კუნძლ მაიორკაზე ერთად გაფრინდნენ.

“სერიალ “მეგობრების“ მსახიობმა, რომელმაც ბრედ პიტთან და ჯასტინ ტერუსთან, გახმაურებული დაშორებები გადაიტანა, შესაძლოა სიყვარულის პოვნის არატრადიციულ, ახალ მეთოდს მიმართა,“ - წერს dailymail, რომელიც ფოტოებს ექსკლუზიურად ავრცელებს.

ენისტონი კერტისთან ერთად მოგზაურობის დროს ბედნიერად და მოდუნებულად გამოიყურებოდა. მამაკაცი საკუთარ თავს „ტრანსფორმაციულ მწვრთნელსა და ჰიპნოთერაპევტს“ უწოდებს და ინსტაგრამზე დაახლოებით 550,000 გამომწერი ჰყავს.

კურტისი რეგულარულად აქვეყნებს შთამაგონებელ ციტატებსა და „მანიფესტაციებს“, რათა დაეხმაროს ადამიანებს „წარსულის შაბლონებისგან გათავისუფლებაში“ და სიყვარულის პოვნაში, ენისტონი კი მას სოციალურ მედიაში თითქმის ორი წელია ადევნებს თვალყურს.

კურტისი ასევე არის წიგნის „ცვლა: კვანტური მანიფესტაციის სახელმძღვანელო - ახალი ცნობიერების კოდირების სამუშაო წიგნი“ ავტორი, რომლის შესახებაც ენისტონმა თავის მიმდევრებს ესაუბრა.

გამგზავრებისას ენისტონი ელეგანტურად გამოიყურებოდა. მას შავი მაისური, ფართოფარფლიანი ქუდი და ფართე ჯინსები ეცვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წყვილი საჯაროდ გამოჩნდა. გასულ თვეში ენისტონი და კურტისი ჩრდილოეთ კალიფორნიაში, მდიდრულ Ventana Big Sur-ში შენიშნეს.

  • მათი კავშირის დამატებითი შესაძლო მტკიცებულება ჯერ კიდევ აპრილში გაჩნდა, როდესაც ენისტონმა გაამხილა, რომ ფრენის შიშის დასაძლევად ჰიპნოზს მიმართა.

“ბოლო დროს ჰიპნოზს ვიყენებ... ეს ისეთი საოცარია!“ - განაცხადა მან.

მსახიობი 2000 წლიდან 2005 წლამდე დაქორწინებული იყო ჰოლივუდის ვარსკვლავ ბრედ პიტზე. 2015 წელს ენისტონი ჯასტინ ტერუზე დაქორწინდა. თუმცა მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა. ისინი სულ რაღაც სამი წლის შემდეგ დაშორდნენ.

2022 წელს ენისტონმა ტრაგიკულად აღიარა, რომ წარუმატებლად სცადა ინ ვიტრო განაყოფიერებით დაორსულება და ნანობდა, რომ წლების წინ კვერცხუჯრედები არ გაყინა.

წყარო

იხილეთ ასევე: