ავტორი:

ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული გიგანტის აღდგენას გეგმავს - რა ვიცით ფრინველ მოა-ზე, რომელიც დედამიწაზე 600 წლის წინ ცხოვრობდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული გიგანტის აღდგენას გეგმავს - რა ვიცით ფრინველ მოა-ზე, რომელიც დედამიწაზე 600 წლის წინ ცხოვრობდა

დალასში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Colossal Biosciences წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ კიდევ ერთ გენური ინჟინერიის საოცრების აღდგენას გეგმავენ. საუბარია გადაშენებულ გიგანტზე, რომელიც 3 მეტრამდე იზრდებოდა და 250 კილოგრამზე მეტს იწონიდა.

ფრენის უნარ მოკლებულ ფრინველი - მოა, დაახლოებით 600 წლის წინ ბინადრობდა ახალ ზელანდიაში და ტერიტორიაზე ადამიანის გამოჩენის შემდეგ ნელ-ნელა გაქრა.

პროექტის პირველ ეტაპზე იგეგმება ნამარხში აღმოჩენილი ძვლებიდან და ნაპოვნი კვერცხის ნაჭუჭებიდან ფრინველის 9 სახეობის დნმ-ის აღდგენა, რათა დადგინდეს, რა სხვაობა იყო გიგანტურ მოასა (Dinornis robustus) მის მონათესავე სახეობებს შორის. შემდეგ კი გაიშიფრება ფრინველის უნიკალური გენეტიკური სტრუქტურა.

კინორეჟისორ პიტერ ჯექსონსა (მარცხნივ) და Colossal-ის აღმასრულებელ დირექტორს უჭირავთ გადაშენებული მოას ძვლები. 2024 წელი.

პროექტთან დაკავშირებით Colossal Biosciences უკვე მოახერხა მინიმუმ 435 მილიონი დოლარი ინვესტიციის მოზიდვა. ერთ - ერთი მთავარი ინვესტორი ცნობილი რეჟისორი პიტერ ჯექსონია, რომელიც ამავდროულად მოას ძვლების უდიდესი კერძო კოლექციის მფლობელიცაა.

გიგანტური ფრინველი Colossal Biosciences -ის პირველი პროექტი არ არის, აპრილში კომპანიამ განაცხადა რომ ნაპოვნი დნმ -ს საფუძველზე მან მგლის სახეობის ორი წარმომადგენლის გაცოცხლება შეძლო, რომელიც 10000 წლის წინ ბინადრობდა.

ამ განცხადებამ სამეცნიერო წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სკეპტიკოსთა მტკიცებით გადაშენებული სახეობების აღდგენა შეუძლებელია და ნებისმიერი “გაცოცხლებული“ წარმომადგენელი უბრალოდ ახლად გამოყვანილი ჰიბრიდული ჯიში იქნება. გარდა ამისა არსებობს მოსაზრება რომ მსგავს გენეტიკურ ექსპერიმენტებს შეუძლიათ დღევანდელ ეკოსისტემაში დამკვიდრებული სახეობების არსებობას შეუქმნან საფრთხე.

წყარო

იხილეთ ასევე: