ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ალასკაზე შეხვდა. ისტორიული სამიტი გუშინ შედგა. თემის გააქტიურებასთან ერთად, მედია აქტიურად წერს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სხვადასხვა თეორიებსაც განიხილავს.
მისმა გარეგნულმა ცვლილებებმა შექმნა ვარაუდები, რომ პუტინი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად სტეროიდებით მკურნალობს. სხვა თეორიებიც ბევრია...
კრემლმა არაერთხელ უარყო ყველა ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუსეთის ლიდერი ავადაა და ინფორმაციას ტყუილი უწოდა. dailymail წერს 8 შესაძლო ნიშანზე, რომელიც მიუთითებს რომ ვლადიმერ პუტინი ავად არის:
ნოემბერში პუტინმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მოგზაურობისას ფეხები უცნაურად აამოძრავა. პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მან ტრიბუნას ხელი მოკიდა და ფეხები უკონტროლოდ აუკანკალდა.
კანკალი მარცხენა ფეხზე დაეწყო და, როგორც ჩანს, წონასწორობის დაცვა გაუჭირდა. შემდეგ ორივე მუხლი აუკანკალდა და მარცხენა ფეხი წინ გასწია.

„არსებობს რამდენიმე განსხვავებული რამ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასეთი მოძრაობები, მათ შორის პარკინსონის დაავადება და სხვა ნევროლოგიური მდგომარეობები. მხოლოდ რამდენიმე სურათსა და ვიდეოზე დაყრდნობით, ძნელი სათქმელია, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ შესაძლოა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება,“ - განაცხადა ნიუ-იორკელმა მედიკოსმა დოქტორმა ბობ ბერუკჰიმმა.
ბოლო წლებში პუტინის სახის ნაკვთები საგრძნობლად შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერში მისი სახე გაცილებით სავსე გახდა, როდესაც უკრაინელი მაღალჩინოსნის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იკითხა: „რა სჭირს პუტინის ლოყებს?“

სახესა და კისერზე შეშუპება შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ადამიანი სტეროიდებით მკურნალობს.
„ეს შეშუპებული სახე შეიძლება იყოს იმ ადამიანის გამომეტყველება, რომელიც სტეროიდულ მკურნალობას იღებს, რაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული - იქნება ეს ანთებითი მდგომარეობა, ტკივილი, ან უფრო მნიშვნელოვანი რამის მკურნალობის ნაწილი.
მისი ასაკის ადამიანისთვის სტეროიდული მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს კიბოს თერაპიისთვის. სტეროიდებს იყენებენ ქრონიკული ტკივილის მქონე ზოგიერთი პაციენტები“, - თქვა დოქტორმა ბერუკჰიმმა.
ზოგიერთი ექიმი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს ალერგია ან სინუსების ინფექცია. სხვები ვარაუდობენ, რომ პუტინი ბოტოქსის ინიექციებს იღებდა.
თეორია, რომ პუტინს კიბოს სპეციალისტები მკურნალობდნენ, ძირითადად რუსული საგამოძიებო გამოცემა „პროექტის“ 2022 წლის ანგარიშიდან მომდინარეობს.
მათ თარიღები და ახლომდებარე სასტუმროებში დაჯავშნილი ნომრები გაშიფრეს და დაასკვნეს, რომ პუტინს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სპეციალიზებული ონკოლოგიური ქირურგი 35-ჯერ ესტუმრა და იქ 166 დღე გაატარა.
ანგარიშის თანახმად, იქ კიდევ უფრო ხშირად ყურის, ცხვირისა და ყელის სპეციალისტი იმყოფებოდა.
როგორც ამბობენ 2019 წელს პუტინს საშუალოდ ცხრა ექიმი ჰყავდა, მათ შორის ინტენსიური თერაპიის სპეციალისტი, ანესთეზიოლოგი და ნეიროქირურგი.
კრემლმა ანგარიშს სიცრუე უწოდა.
2022 წლის თებერვალში, მარკო რუბიომ, სერიოზული მინიშნება გააკეთა, რომ შესაძლოა პუტინს რაღაც სჭირდეს. იმ დროს რუბიოს წვდომა ჰქონდა უკიდურესად მგრძნობიარე კლასიფიცირებულ დაზვერვაზე.
მისი თქმით, პუტინს, როგორც ჩანს, „ნეიროფიზიოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“.
იმავე წლის ივნისში, ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებდა, რომ პუტინს ცოტა ხნის წინ კიბოს მკურნალობა ჩაუტარდა.
გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ პუტინმა ირმის სისხლით ბანაობის პრაქტიკა დაიწყო. როგორც ამბობენ, ეს პრაქტიკა მას თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, გააცნო.
მიიჩნევა, რომ ეს სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კანისთვის.

2025 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა ორეული კურსკის რეგიონში, ფრონტის ხაზზე გაგზავნა. ღონისძიების ფოტოებზე ის შესამჩნევად გამხდარი იყო.
იაპონელმა ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტმა განაცხადა, რომ პუტინი ორ ორეულს იყენებს. მათ გააანალიზეს მისი გამოსვლები, რათა დაენახათ, ემთხვეოდა თუ არა ხმები ერთმანეთს და გამოიყენეს სახის ამოცნობის ტექნოლოგია.
დაადგინეს, რომ 2023 წლის მაისში წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე პუტინსა და 2022 წლის დეკემბერში ყირიმის ხიდზე გადაღებულ პუტინს შორის სახის მსგავსება მხოლოდ 53 პროცენტი იყო.
2023 წლის აღლუმზე პუტინი მხოლოდ 40 პროცენტით ემთხვეოდა მარიუპოლში მყოფ პუტინს.
ორეულების შესახებ სპეკულაციამ გამოიწვია შეთქმულების თეორიები, რომ პუტინი შესაძლოა უკვე გარდაცვლილიყო და ორეულით ჩანაცვლებულიყო.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ეს თეორია „აბსურდული საინფორმაციო ტყუილების კატეგორიას მიეკუთვნება“.
პანდემიის დროს პუტინის ქცევამ გამოიწვია ვარაუდი, რომ მას შესაძლოა სუსტი იმუნური სისტემა ჰქონოდა.
პუტინთან შესახვედრად მიმავალ მაღალი თანამდებობის პირებს სასტუმროებში ორ კვირამდე კარანტინში ყოფნა მოუწიათ და არსებობდა ცნობები, რომ ოფიციალური პირების კაბინეტში შესვლამდე სადეზინფექციო საშუალებით შესხურება დასჭირდათ.
მაკრონის ვიზიტის დროს პუტინმა ის ძალიან გრძელი მაგიდის მეორე ბოლოში დასვა.

პუტინის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც იძულებული გახდა მსგავსი დისტანციით ყოფილიყო.
პუტინის გადაწყვეტილებამ, სრულად შეჭრილიყო უკრაინაში, გამოიწვია ვარაუდები, რომ მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადაწყვიტა ვადების დაჩქარება.
პუტინის ექსპანსია ადრეც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა - 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, შემდეგ კი 2014 წელს ყირიმში - და კონსტიტუციაში ცვლილებების შემდეგ, პოტენციურად, მას შეუძლია რუსეთის პრეზიდენტი 2036 წლამდე იყოს.
იხილეთ ასევე: