"ნასამ" აღმოაჩინა, რომ გლობალური დათბობისგან თავის დასახსნელად მცირე ბირთვული ომია საჭირო. მეცნიერები ”ბირთვული ზამთრის" დადგომას სწავლობენ.
ტემპერატურის გლობალური მატების ფონზე, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პოტენციურად პატარა ბირთვულ ომს დედამიწის გაგრილება 2,25 გრადუსით შეუძლია და თუ ეს მოხდება, 10 წლის შემდეგაც მისი ტემპერატურა ადრინდელზე 0.9 გრადუსით დაბალი დარჩება.
როგორ შეიძლება მსგავსი შედეგის მიღწევა? წარმოვიდგინოთ, რომ 100 ერთეული 15 000 ტონა ტროტილის შემცველი ბომბი აფეთქდა. მეცნიერების პროგნოზით, აფეთქება ტროპოსფეროში დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ფენას ამოაგდებს, რაც დაახლოებით 5 მილიონ ტონა მურს წარმოადგენს.
"ნასას" მოდელის თანახმად, მურმა მზის სხივები უნდა შეიწოვოს, საჰაერო ბურთის მსგავსად, ცაში აფრინდეს და იქ რაც შეიძლება დიდხანს დაჰყოს. შედეგი კლიმატის უპრეცედენტო ცვლილება იქნება.
თუმცა ამის შემდეგ დედამიწაზე აგრარული მეურნეობა განადგურდება, რაც მასობრივ შიმშილს გამოიწვევს, ულტრაიისფერი გამოსხივება კი გადარჩენილი ადამიანების ჯანმრთელობას დიდ ზიანს მიაყენებს.
მომზადებულია www.inosmi.ru-ს მიხედვით.