ხმის დაბალი ტემბრის მქონე მამაკაცები პოტენციური მოღალატეები არიან

ხმის დაბალი ტემბრის მქონე მამაკაცები პოტენციური მოღალატეები არიან

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმის დაბალი ტემბრის მქონე მამაკაცები პოტენციური მოღალატეები არიან. იგივე ეხებათ ქალებს, რომლებსაც მაღალი ხმის ტემბრი აქვთ.

მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში რამდენიმე მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. მათ სხვადასხვა ტემბრის მქონე მამაკაცებისა და ქალების ხმებს ასმენინებდნენ. მონაწილეებს უნდა ეთქვათ, რომელი ხმის პატრონთან შეძლებდნენ მეუღლის ღალატს.

"ჩვენ გავარკვიეთ, რომ მამაკაცები და ქალები ხმის ტემბრს სექსუალური სტრატეგიისთვის იყენებენ, რაც პოტენციური მოღალატეების გამოვლენის საშუალებას გვაძლევს", - განაცხადეს კანადელმა მკვლევარებმა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რაც უფრო მომხიბვლელია ხმა, მით უფრო დიდი შანსია, რომ მისი მფლობელი პარტნიორს უღალატებს.

მომზადებულია www.newsru.co.il-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს