ჩინელებმა სუვენირებზე პრინც უილიამის ნაცვლად, პრინცი ჰარი გამოსახეს

ჩინელებმა სუვენირებზე პრინც უილიამის ნაცვლად, პრინცი ჰარი გამოსახეს

ჩინურმა ფირმა ”Guandong Enterprises”-მა სამეფო ქორწილისთვის ჭიქა-სუვენირები გამოუშვა. ჭიქაზე ქეით მიდლტონთან ერთად, პრინც უილიამის ნაცვლად, პრინცი ჰარის ფოტო დაიტანეს. ამის შესახებ ”Orange News”-ი იუწყება.

კომპანიის საიტზე მითითებულია, რომ მათ სამეფო წყვილთან კონსულტაცია არ გაუვლიათ. გაურკვეველია ქეითის გვერდით ჰარის გამოსახულება შეცდომაა თუ უბრალო ხუმრობა. პრინც ჰარის ფოტოს ქვევით პრინცი უილიამის სახელია მითითებული. სუვენირი 11 ევროდ იყიდება.

სამეფო ქორწილი 29 აპრილსაა დანიშნული. ქორწინების ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს