იაპონელი ბავშვებისთვის "ფუკუსიმა-1"-ზე მულტფილმი გადაიღეს

იაპონელი ბავშვებისთვის "ფუკუსიმა-1"-ზე მულტფილმი გადაიღეს

იაპონელებმა ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ზე მომხდარი ავარიის შესახებ იაპონელი ბავშვებისთვის მულტფილმი გადაიღეს.

მულტფილმში პატარებისთვის გასაგები ენით ახსნილია, თუ რა მოხდა ელექტროსადგურზე. გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიმომხილველმა ამ მულტფილმის გამოჩენა იმით ახსნა, რომ ადამიანებმა მწუხარებასთან გამკლავების საუკეთესო გზა იპოვეს - ყველაფერი ტრადიციული დამახასითებელი იაპონური იუმორით გადმოსცეს.

მულტფილმი იაპონურ ენაზეა და მას ინგლისური ტიტრები ახლავს. ატომური ენერგეტიკა ვინმე "ბირთვული ბიჭუნას" სახით არის წარმოდგენილი, რომელსაც საჭმლის მონელების პრობლემა აქვს. "ფუკუსიმა-1"-ზე მომხდარი ავარია მეტეორიზმის შეტევაა, რომლის შეკავებასაც "ბიჭუნა" უშედეგოდ ცდილობს. ექიმები მას წამლებს აძლევენ და არწმუნებენ, რომ ყველაზე საშინელი, დიარეა ჯერ არ დამართნია. რაც შეეხება ცუდ სუნს, გარკვეულ მანძილზე ის აღარც კი იგრძნობა.

ექიმები იმ სპეციალისტებს განასახიერებენ, რომლებიც ბირთვული რეაქტორების გაგრილებას ცდილობენ, წამლები კი - ზღვის წყალსა და ბორის მჟავას, რომელსაც გავარვარებულ რეაქტორებს ასხამენ.

დასასრულს მაყურებლებს "ფუკუსიმას" პრეფექტურის მოსახლეობისთვის ლოცვას სთავაზობენ და იმედს გამოთქვამენ, რომ იაპონია ამ განსაცდელს გაუმკლავდება.

ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს