ავსტრალიელი ქირურგები გოჭს პლასტიკურ ოპერაციას გაუკეთებენ.
უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ავსტრალიელი ექიმები გოჭს, რომლის სახელია ბორისი, შუბლზე კანს გადაუჭიმავენ.
მეპატრონეებმა ექიმებს დახმარებისთვის იმიტომ მიმართეს, რომ გოჭს შუბლზე ცხიმის გამო კანი ჩამოეწია და თვალებს უფარავს. ამის გამო, ბორისი ვეღარ ხედავს და გადაადგილება უჭირს.
პატრონების განცხადებით, ვითარება რთულდება, ვინაიდან ბორისი ზომა-წონაში დღითიდღე იზრდება.
გაბარიტული ზომების მიუხედავად, გოჭს მისი პატრონების ოთახში სპეციალურ მატრასზე, დღე-ღამეში 16 საათი სძინავს, დანარჩენ დროს კი ხილს, ბოსტნეულსა და ფუნთუშებს მიირთმევს.