თურქეთში, სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ, 162 ადამიანი დააკავეს - სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულები სოციალური ქსელის გამოყენებით "დანაშაულისა და დამნაშავეების ქება-დიდებაში მონაწილეობდნენ“ და მათი აქტივობა "უარყოფითად მოქმედებდა საზოგადოებრივ წესრიგზე“.
დაღუპული ბავშვების დაკრძალვაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ახლობლებმა და მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას.
თურქეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რვა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა, ხოლო 13 ადამიანი დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"ციფრული მასალების შემოწმებისას, ეჭვმიტანილის კომპიუტერში 2026 წლის 11 აპრილით დათარიღებული დოკუმენტი აღმოვაჩინეთ, რომელიც მიუთითებს, რომ ის უახლოეს მომავალში მასშტაბური ოპერაციის ჩატარებას აპირებდა", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.