ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა გიუნტერ ეტინგერმა რუსეთს მოუწოდა, გაზსადენ Nabucco-ს მშენებლობა არ დაბლოკოს.
ეტინგერის თქმით, მოსკოვს უფლება არა აქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებზე ზეწოლა განახორციელოს, რათა მათ Nabucco-ში მონაწილე0ბაზე უარი ათქმევინოს.
ევროკომისარმა ასევე პირობა დადო, რომ ევროკავშირი რუსული პროექტის South Stream-ის რეალიზაციას დაბრკოლებას არ შეუქმნის. მან ასევე აღნიშნა, რომ Nabucco South Stream-ის კონკურენტი არ არის.
"მივესალმები რუსეთს, როგორც პარტნიორს, რომელიც ბუნებრივ აირს გვაწვდის, თუმცა მესამე ქვეყნებიდან გაზის მოწოდებისთვის უფრო მიმზიდველად მოკლე მარშრუტი მეჩვენება და არა შემოვლითი გზები რუსეთის გავლით", - განაცხადა ეტინგერმა.
ევროკომისრის განცხადებას, რუსეთის ვიცე-პრემიერ იგორ სეჩინის განცხადებას მოყვა, რომ Nabucco-ს პერსპექტივა არ გააჩნია.
"თურქმენეთისა და მსოფლიო ექსპერტების შეფასება, ასევე გაზის ბაზარზე ამჟამად არსებული ვითარება უფლებას მაძლევს სარკაზმის გარეშე ვთქვა, რომ Nabucco-ს პერსპექტივა არა აქვს", - აღნიშნა სეჩინმა.
მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.