ავტორი:

"ასეთ ახლობელ ადამიანს რომ არ შეუშვებ და ექიმს არ შეაყვანინებ..." - რას წერს დათო არჩვაძე მამაკაცზე, რომელიც ბერი ნიკოლოზის გადარჩენას ცდილობდა?

"ასეთ ახლობელ ადამიანს რომ არ შეუშვებ და ექიმს არ შეაყვანინებ..." - რას წერს დათო არჩვაძე მამაკაცზე, რომელიც ბერი ნიკოლოზის გადარჩენას ცდილობდა?

ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 19 აპრილს იპოვეს. მისი ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან დღეს გამოასვენეს. მრევლის ინფორმაციით, ის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია გადასვენებული. ცხედრის გამოსვენების დროს, კორპუსთან ისევ ხმაური იყო. შეკრებილები პოლიციას როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი ბერის ცხედართან მიახლოებას მოითხოვდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ის ბოლო რამდენიმე წელია, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. ბერი ნიკოლოზის ბინის კართან მუდამ იმყოფებოდნენ მისი მიმდევრები და მდუმარე ბერისგან დალოცვას 24 საათის განმავლობაში ელოდა სადარბაზოში შეკრებილი ჯგუფი.

9 აპრილის შემდეგ, ბერი ნიკოლოზი ბინიდან არ გასულა. ბოლოს მას გადაადგილება უჭირდა და დაუძლურებული იყო. ვრცელდება ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მისულ ექიმს მრევლი ბერის ბინაში არ უშვებს.

ამის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს მუსიკოსი დათო არჩვაძე.

"მალხაზ ჯინორია გახლავთ ადამიანი რომელმაც სიღრმისეულად გამაცნო ჯერ ბერი გაბრიელის და შემდეგ ბერი ნიკოლოზის ფენომენი. ძალიან იშვიათად, მხოლოდ მალხაზის მოუხმობდა ხოლმე თავისთან. ის იყო მალხაზ ჯინორიას ოჯახის მოძღვარი, ვიდრე მდუმარების აღთქმას დადებდა და თავად მახო არის უნაკლო ადამიანი, კომპოზიტორ თეა ჯინორიას მეუღლე და ასეთ ახლობელ ადამიანს რომ არ შეუშვებ და ექიმს არ შეაყვანინებ, ექიმი ხომ გადაარჩენდა. უამრავი სასწაული მაჩვენა ცხოვრებაში. მამა ნიკოლოზმა უსაზღვრო სიყვარულს აფრქვევდა თუნდაც ერთი გამოხედვით და მოწამებრივად ცხოვრობდა ბოლო 20 წელი ამხელა დევნის და დაცინვის ფონზე. მამა გაბრიელსაც ასე დასცინოდნენ და არ უჯერებდნენ უფალო აცხონე მისი სპეტაკი, ნაწამები სული", - წერს მუსიკოსი.

იხილეთ ასევე: