ავტორი:

“საპატრიარქოში კატეგორიული უარი განაცხადეს, რომ მამა ნიკოლოზი დაბრძანებული იქნეს მცხეთაში“ - მრევლის თქმით, ბერი ნიკოლოზის ძმა სასულიერო პირებს შეხვდა

“საპატრიარქოში კატეგორიული უარი განაცხადეს, რომ მამა ნიკოლოზი დაბრძანებული იქნეს მცხეთაში“ - მრევლის თქმით, ბერი ნიკოლოზის ძმა სასულიერო პირებს შეხვდა

როგორც მრევლი აცხადებს, საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მცხეთაში დაკრძალვაზე უარი განაცხადა.

"ვიყავით საპატრიარქოში. საპატრიარქოს წარმომადგენლებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კირიონს და ჯაღმაიძეს შეხვდა მამა ნიკოლოზის ძმა, ზურაბი. ასევე ერთ-ერთი მრევლი, ლევან ფირცხალავა, და მათ კატეგორიული უარი განაცხადეს იმაზე, რომ მამა ნიკოლოზი იქნეს გადაბრძანებული და დაბრძანებული მცხეთაში. მთელი ქვეყანა ძალიან მალე იხილავთ რეალურად ვინ ზიან საპატრიარქოში და ვინ იყო ქრისტე მეფე ნარიმან ბაგრატიონი. დიდება მათ ძალას," - ამბობს მრევლი “ტვ პირველთან.“

როგორც ცნობილია, ბერ ნიკოლოზის მრევლმა საპატრიარქოს დღეს მიმართა, რომ ნიკოლოზ მაქარაშვილი სვეტიცხოვლის ან სამთავროს მონასტრის ეზოში დაიკრძალოს.

მდუმარე ბერი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 19 აპრილს იპოვეს. მისი ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან დღეს გამოასვენეს. მრევლის ინფორმაციით, ის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია გადასვენებული.

ცხედრის გამოსვენების დროს, კორპუსთან ისევ ხმაური იყო. შეკრებილები პოლიციას როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი ბერის ცხედართან მიახლოებას მოითხოვდნენ.

იხილეთ ასევე: