ავტორი:

ცნობილია სად დაკრძალავენ და როდის შეეძლებათ მსურველებს ბერ ნიკოლოზთან გამომშვიდობება

ცნობილია სად დაკრძალავენ და როდის შეეძლებათ მსურველებს ბერ ნიკოლოზთან გამომშვიდობება

ცნობილი გახდა, სად და როდის დაკრძალავენ მდუმარე ბერ ნიკოლოზს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის სულიერი შვილი, მალხაზ ჯინორია ავრცელებს.

მისი თქმით, ბერ ნიკოლოზს მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ.

“ბერი ნიკოლოზის გასვენება იქნება ხუთშაბათს ორ საათზე უნივერსიტეტის 6ა, ჰერმესი, რიტუალების სასახლიდან.

პანაშვიდები 20, 21, 22 აპრილი. დაკრძალვა ჯიქიას სასაფლაოზე,“ - წერს ჯინორია.

მანამდე მრევლი მის დაბრძანებას და დაკრძალვას მცხეთაში ითხოვდა. თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა სასტიკი უარი განაცხადეს.

"ვიყავით საპატრიარქოში. საპატრიარქოს წარმომადგენლებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კირიონს და ჯაღმაიძეს შეხვდა მამა ნიკოლოზის ძმა, ზურაბი. ასევე ერთ-ერთი მრევლი, ლევან ფირცხალავა, და მათ კატეგორიული უარი განაცხადეს იმაზე, რომ მამა ნიკოლოზი იქნეს გადაბრძანებული და დაბრძანებული მცხეთაში. მთელი ქვეყანა ძალიან მალე იხილავთ რეალურად ვინ ზიან საპატრიარქოში და ვინ იყო ქრისტე მეფე ნარიმან ბაგრატიონი. დიდება მათ ძალას," - ამბობს მრევლი “ტვ პირველთან.“

  • მდუმარე ბერი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 19 აპრილს იპოვეს. მისი ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან დღეს გამოასვენეს. მრევლის ინფორმაციით, ის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია გადასვენებული.

ცხედრის გამოსვენების დროს, კორპუსთან ისევ ხმაური იყო. შეკრებილები პოლიციას როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი ბერის ცხედართან მიახლოებას მოითხოვდნენ.

იხილეთ ასევე: