"თვითონ გადაწყვიტა ასე - მღვდელმსახურებაზე უარი თქვა. ეს ფაქტი მერე ცუდად გამოიყენეს, თითქოს პატრიარქის ურჩობის გამო შეუჩერეს მღვდლობა. მამა ნიკოლოზს როცა ვუთხარი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი-თქო, მითხრა, მალხაზ, მე პირდაპირ მღვდელი გავხდი, არ შეიძლებოდა, რაღაც გზა ხომ უნდა გამევლო და მრცხვენოდა. სუფთა უნდა იყო, მამა გაბრიელმაც ეგ მითხრა, ჯერ ის გზა გაიარე, რაც მე გავიარე, კარდაკარ იარე, ასე უცებ მღვდელი რომ გახდი, ეს დიდი პასუხისმგებლობააო, მანაც ეს გზა გაიარა. მერე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მამა ნიკოლოზს პატრიარქი ებრძვის, გადააყენა და ა.შ. არადა, ბერმა თვითონ აირჩია ეს გზა “... - ამბობს გარდაცვლილი ბერი ნიკოლოზის მეგობარი და სულიერი შვილი მალხაზ ჯინორია, რომელიც მდუმარე ბერისა და მამა გაბრიელის ურთიერთობაზე გვიამბობს:

- მამა ნიკოლოზი სალოსი არ ყოფილა, სალოსი იყო მისი მოძღვარი - მამა გაბრიელი. 1992 წლიდან მამა გაბრიელთან ინტენსიურად დავდიოდი. მისი მრევლიდან მამა ნიკოლოზი იყო მიმაგრებული მცხეთაში სამთავროს მონასტერში (ასევე, ოლღას აშენებულ მონასტერში, ამჟამად ეკატერინეს მონასტერი ჰქვია), იქ დავდიოდით აღსარების ჩასაბარებლად, მერე ყველანი ერთად მამა გაბრიელთან ჩავდიოდით, მამა ნიკოლოზი კი სვეტიცხოველში ბრუნდებოდა. ბერი მამა გაბრიელთან სამი წელი იყო მორჩილებაში. მამა ნიკოლოზმა მასში სიწმინდე ნახა და ამიტომ აირჩია მოძღვრად, იტყოდა ხოლმე, ასეთი თავმდაბლობა და სიყვარული არსად მინახავსო. წარმოიდგინეთ, რომ ეტყოდა, ნიკოლოზ, მოდი აქო, ის დაჩოქილი მიდიოდა მასთან, რაღაცნაირი სასწაული მორჩილება ჰქონდა. ერთხელ, მაგალითად, მამა გაბრიელმა კოვზი მიაწოდა, ჩაის მოურიეო, ოღონდ, უკუღმა მიაწოდა, მამაომ კოვზი გაასწორა და ისე მოურია. მამა გაბრიელი ეუბნება: ნიკოლოზ, მორჩილება გაკლიაო, ანუ როგორც მოგაწოდე, ისე უნდა მოგერიაო. მორჩილება ცოტა რთული რამაა, ასეთი საოცარი დეტალებია...

მერე, მამა ნიკოლოზმა მითხრა, ეკლესიიდან იმიტომ წამოვედი, მივხვდი, მღვდლობა რამხელა ტვირთია და მე არ ვიყავი ამ ტვირთის ღირსი, მამა გაბრიელმა მითხრა, ჯერ ის გზა გაიარე, რაც მე გავიარე, კარდაკარ იარეო, ასე უცებ არ უნდა გავმხდარიყავი მღვდელიო. მამა ნიკოლოზი ეროვნული მოძრაობიდან მოვიდა, 9 აპრილს მოიწამლა, საავადმყოფოშიც იწვა. სპეციალობით ფიზიკოსი იყო, ისეთი განათლებული იყო, ასეთი თუ ვინმე მენახოს... ძალიან ჭკვიანი იყო, ბევრი დიპლომი ჰქონდა, არ არსებობდა წიგნი, წაკითხული არ ჰქონოდა. ნეტა ყველა სასულიერო პირი ასეთი მცოდნე იყოს. სამწუხაროდ, ასეთი განათლებული არავინ მინახავს. სხვათა შორის, მამა გაბრიელი იყო, რენტგენივით ხედავდა ყველაფერს. მამა ნიკოლოზი იხსენებდა, ერთხელ კვანტური ფიზიკის რაღაც ტომს ვკითხულობდი და გავიფიქრე, დავიჯერო, ახლა მამა გაბრიელმა ეს იცისო? მასთან რომ მივედი, ზუსტად იმაზე დამიწყო ლაპარაკი, იქ რაც წავიკითხეო, არა და, ადამიანს 6 კლასის განათლება ჰქონდა, გავოგნდი, ისეთი რაღაცები იცოდაო, - მიყვებოდა.

- რატომ შეუჩერდა ბერ ნიკოლოზს მღვდელმსახურება, ამბობენ, პატრიარქს ეურჩებოდაო...
- რომ ამბობენ, პატრიარქმა შეუწყვიტა მღვდელმსახურება და არ აღუდგინა მღვდლობაო, არაა სიმართლე, მამა ნიკოლოზმა თვითონ აირჩია ეს გზა. ბევრმა არ იცის და საინტერესო თემაა: 1994 წელია, მამა ნიკოლოზმა შიმშილობა დაიწყო, 12 დღის ნაშიმშილარი იყო სვეტიცხოველში. ბერი როცა შიმშილობას იწყებს, ცხადია, პატრიარქს გააგებინეს. პატრიარქი ჩამოვიდა მცხეთაში, თავისი ხელით გაუხეხა სტაფილო და მიაწოდა მამაოს. არაო, ხელი გააწევინა ბერმა და უთხრა, - უწმინდესო, მამა გაბრიელის კურთხევით ვშიმშილობ, მან მითხრას და მაშინ გავახსნილებო. მერე დამირეკეს და მითხრეს, მამა ნიკოლოზი პატრიარქს ეურჩება და ერთი ამბავიაო. გავვარდი მცხეთას, მამა ნიკოლოზთან როცა შევედი, იქ 2 მონაზონი იყო და მამაოს ვეუბნები, რატომ ეურჩებით პატრიარქს, როგორ შეიძლება, იქნებ გაახსნილოთ-მეთქი. მამა გაბრიელმა მითხრას და გავახსნილებო. გაბრაზებულ გულზე ავედი მამა გაბრიელთან, უშველეთ, შიმშილობა დაიწყო, პატრიარქს ეურჩა-მეთქი. მან კი მითხრა, - მალხაზ, მე ვაკურთხე, რომ ეშიმშილა, მაგრამ რადგან იერარქი ჩაერია, ამიტომ აუცილებლად გაახსნილოსო. ბერს გადავეცი მამა გაბრიელის ნათქვამი და მომიგო, არა, თვითონ მითხრასო.
მეუფე დანიელმა, რომელიც მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა, მიიყვანა ნიკოლოზი მამა გაბრიელთან და სთხოვა, უთხარიო, მან კი პატრიარქის კურთხევის დარღვევა არ შეიძლებაო, პურის ნატეხი მისცა და გაახსნილებინა. მერე როგორც გავიგე, მამა გაბრიელმა კი არ აკურთხა, მისგან კი არ მოდიოდა ინიციატივა, მამა ნიკოლოზმა გამოითხოვა კურთხევა და გაბრიელმა ამიტომ აკურთხა (მამა ნიკოლოზმა თავად მითხრა).

ამასთანავე, პატრიარქმა მაშინვე კი არ დააყენა მისთვის მღვდლობის ჩამორთმევის საკითხი (მანამდე მეც ასე მეგონა), სინამდვილეში ასე ყოფილა: გავიდა რამდენიმე დღე, უწმინდესი ურეკავს არქიმანდრიტ იოსებ კიკვაძეს (ახლა ეპისკოპოსია), სვეტიცხოვლის წინამძღვარს (მის დაქვემდებარებაში იყო სვეტიცხოველი) და ეუბნება, მამა ნიკოლოზი თუ ატარებს წირვა-ლოცვებსო. არაო, - უთქვამს არქიმანდრიტს. მღვდელმსახურებას თუ არ ეწევა, მაშინ დადოს ჯვარიო. თავად მეუფე იოსებმა მომიყვა, მამა ნიკოლოზთან მივედი და ვუთხარი, შენ მღვდლობას აპირებ, წირვები რომ ჩაატარო-მეთქი (ის ხომ მარტო ბერი არ იყო, მღვდელ-მონაზონიც იყო)? მიპასუხა, - არაო. მაშინ თუ არ აპირებ, პატრიარქმა შემოთვალა, ჯვარი დადოსო. არც შემეწინააღმდეგა და მაშინვე თვითონ დამიდო ჯვარიო, - მითხრა მეუფემ. ასე რომ, ეს პატრიარქს კი არ გაუკეთებია, თვითონ გადაწყვიტა ასე - მღვდელმსახურებაზე უარი თქვა.

ეს ფაქტი მერე ცუდად გამოიყენეს, თითქოს პატრიარქის ურჩობის გამო შეუჩერეს მღვდლობა. მამა ნიკოლოზს როცა ვუთხარი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი-თქო, მითხრა, მალხაზ, მე პირდაპირ მღვდელი გავხდი, არ შეიძლებოდა, რაღაც გზა ხომ უნდა გამევლო და მრცხვენოდა, სუფთა უნდა იყო, მამა გაბრიელმაც ეგ მითხრა, ჯერ ის გზა გაიარე, რაც მე გავიარე, კარდაკარ იარე, ასე უცებ მღვდელი რომ გახდი, ეს დიდი პასუხისმგებლობააო. მანაც ეს გზა გაიარაო... მერე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მამა ნიკოლოზს პატრიარქი ებრძვის, გადააყენა და ა.შ. არადა, ბერმა თვითონ აირჩია ეს გზა. რაღაც დროის შემდეგ, მამა ნიკოლოზმა სამი ადამიანი გაგვაგზავნა პატრიარქთან, გაარკვიეთ, რას იტყვის ჩემთვის მღვდლობის დაბრუნებაზეო. როცა მივედით, პატრიარქს ძალიან გაუხარდა და თქვა, ამაზე ძალიან რა გამიხარდებოდა, მხოლოდ, მონასტრის გამგეობა მეუფე თეოდორ ჭუაძეს ეხება და მას უთხარით, მაშინ მამა ნიკოლოზი თვითონ უნდა მოვიდესო. ჩამოვედი, მამა ნიკოლოზს ვუთხარი, პატრიარქი თანახმაა თქვენთვის მღვდლობის დაბრუნებაზე-თქო, ძალიან გაუხარდა, ხელები მაღლა ასწია, მადლობა, გაიხარე, მაგარიაო და აწი, მე ვიტყვი, როდის მივალო... ასე რომ, ტყუილია, რომ პატრიარქს და მამა ნიკოლოზს დაპირისპირება ჰქონდათ. შიგნით სულ სხვა რაღაც იყო, გარეთ კი სხვა ამბები გამოვიდა.
იხილეთ ასევე: