ავტორი:

"ხვიჩას ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაში იყო" - ლუის ენრიკეს ხუმრობა "კვარას" შესახებ: რა თქვა პსჟ-ს მწვრთნელმა "ნანტთან" მატჩის შემდეგ

"ხვიჩას ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაში იყო" - ლუის ენრიკეს ხუმრობა "კვარას" შესახებ: რა თქვა პსჟ-ს მწვრთნელმა "ნანტთან" მატჩის შემდეგ

საფრანგეთის ჩემპიონატის "ლიგა 1"-ის მორიგი ტური გაიმართა, სადაც პსჟ "ნანტს" დაუპირისპირდა.

  • მატჩი შესანიშნავად ჩაატარა პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ - მან დუბლი მიითვალა. ჯერ მე-13 წუთზე ზუსტად გამოიყენა 11-მეტრიანი, ხოლო შემდეგ, 50-ე წუთზე, რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაძვრა და შთამბეჭდავი სოლო გოლი გაიტანა.

პსჟ-დან თავი გამოიჩინა დეზირე დუემაც. საბოლოოდ პარიზელებმა "ნანტი" 3-0 დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩას შესახებ იხუმრა და თქვა, რომ "კვარას ეგონა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა".

"თითქმის იდეალური შეხვედრა ჩავატარეთ, გამარჯვება დავიმსახურეთ. "კვარა“ უფრო კომფორტულად თავს სამშაბათსა და ოთხშაბათს გრძნობს? (იღიმის) მგონი, ეს ჩემპიონთა ლიგის თამაში ეგონა.

სწორედ ასეთ მომენტებში ხედავ ფეხბურთელთა დონეს. ის მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია. ეს მის ტექნიკურ უნარებში ჩანს, აგრეთვე ხასიათში, რომელსაც მატჩში ავლენს, თუ როგორ ირჯება დაცვაში და საერთოდ, ქცევის მანერაში“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 42 მატჩში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.პსჟ "ლიგა1"-ში 66 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ "ლანსს“ 4 ქულით უსწრებს.