ავტორი:

"მოჯთაბა ხამენეის სახე იმდენად არის დაზიანებული, რომ პლასტიკური ქირურგია დასჭირდება" - რა წერია ახალ ანგარიშში ირანის უზენაესი ლიდერის შესახებ

"მოჯთაბა ხამენეის სახე იმდენად არის დაზიანებული, რომ პლასტიკური ქირურგია დასჭირდება" - რა წერია ახალ ანგარიშში ირანის უზენაესი ლიდერის შესახებ

“ირანის უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არცერთი აუდიო ან ვიდეო შეტყობინება არ გაუვრცელებია, რადგან მისი სახე მძიმედ დაიწვა 28 თებერვალს ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს“, - ამის შესახებ მედია New York Times-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 56 წლის ხამენეის ერთ-ერთ ფეხზე “ოპერაცია სამჯერ ჩაუტარდა და ის პროტეზს ელოდება“, ამასთანავე, მას ოპერაცია ერთ-ერთ ხელზეც გაუკეთეს.

“მისი სახე და ტუჩები მძიმედ არის დამწვარი, რის გამოც ლაპარაკი უჭირს და პლასტიკური ქირურგია დასჭირდება. მაღალი რანგის სამთავრობო პირები მას პირადად არ სტუმრობენ იმის გაო, რომ შესაძლოა ისრაელი მათ კვალს გაჰყვეს და მოკლას“, - წერს გამოცემა.

Times-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების უმეტესობას თეირანის გენერლები იღებენ.

“მისთვის (მოჯთაბა ხამენეისთვის) განკუთვნილი შეტყობინებები არის ხელნაწერი, კონვერტებში დალუქული და გადაიცემა ადამიანური ჯაჭვის მეშვეობით ერთი სანდო კურიერიდან მეორემდე. კურიერები მოგზაურობენ ავტომაგისტრალებსა და შემოვლით გზებზე, სანამ მის სამალავამდე არ მიაღწევენ. ხამენეის მითითებები უკან იმავე გზით ბრუნდება,“ - აღნიშნულია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ორკვირიანი ზავი კიდევ ვადით გააგრძელა. აშშ ირანის პასუხის ელოდება მის“ სამშვიდობო შეთანხმებაზე“, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ურანის გამდიდრების შეჩერებას. თუმცა, დონალდ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებს ირანთან ნელი კომუნიკაცია.

წყარო

იხილეთ ასევე: