ავტორი:

ცნობილი ხდება წერილის შინაარსი, რომელიც თავდამსხმელმა სროლის ატეხამდე დაწერა - რას წერდა 31 წლის მასწავლებელი ტრამპის ადმინისტრაციაზე

ცნობილი ხდება წერილის შინაარსი, რომელიც თავდამსხმელმა სროლის ატეხამდე დაწერა - რას წერდა 31 წლის მასწავლებელი ტრამპის ადმინისტრაციაზე

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე მომხდარი სროლის შემდეგ, ხელისუფლება დამნაშავის მიერ დაწერილი წერილის მიხედვით, მისი მოტივის დადგენას ცდილობს.

  • როგორც აღმოჩნდა, ეჭვმიტანილმა, 31 წლის კოულ ტომას ალენმა, რომელიც მასწავლებელი და ვიდეო თამაშების შემქმნელია, თავდასხმამდე წერილი დატოვა.

ის ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის და იმასაც ამბობს, რომ მათგან პატიებას არ ელის.

ამჟამად ხელისუფლება წერილის ავთენტურობას ამოწმებს და ცდილობს დაადგინოს, რა გახდა ძალადობრივი ქმედების მიზეზი.

“ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ მოტივის გარკვევას. როგორც ჩანს, ეჭვმიტანილის მთავარი სამიზნე ადმინისტრაციის წევრები იყვნენ“, - თქვა ბლანშმა.

  • წერილში ეჭვმიტანილი ბოდიშს უხდის მშობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს. ასევე ამტკიცებს, რომ მისი ქმედება ქრისტიანულ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება:

“მეორე ლოყის მიბრუნება, როდესაც ვინმე სხვა იჩაგრება, ქრისტიანული საქციელი არ არის; ეს მჩაგვრელის დანაშაულებში თანამონაწილეობაა. მრისხანებას განვიცდი იმ ყველაფერზე ფიქრისას, რაც ამ ადმინისტრაციამ გააკეთა“.

გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა რამდენიმე გასროლა განახორციელა, თუმცა საიდუმლო სამსახურის აგენტებმა იგი მალევე დააკავეს. პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები უსაფრთხოდ გადაიყვანეს ახლომდებარე დარბაზში.

  • 25 აპრილს, აშშ-ის დროით დაახლოებით საღამოს 8:40 წუთზე, ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში სროლის ხმა გაისმა. სასტუმროში თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიური ვახშამი მიმდინარეობდა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი, დონალდ და მელანია ტრამპები ესწრებოდნენ.

შენობიდან მათი ევაკუაცია მყისიერად განხორციელდა. ასევე გაიყვანეს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრები, რომლებიც ვახშამზე იმყოფებოდნენ.

სამართალდამცავებმა დააკავეს კალიფორნიელი, 31 წლის კოულ ტომას ალენი. ის შეიარაღებული იყო რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე რამდენიმე დანით.

წყარო

იხილეთ ასევე: