ავტორი:

ევროპა პლანეტის დანარჩენ ნაწილზე სწრაფად თბება, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველთვის სიცივე იყო - რას პროგნოზირებენ მეცნიერები

ევროპა პლანეტის დანარჩენ ნაწილზე სწრაფად თბება, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველთვის სიცივე იყო - რას პროგნოზირებენ მეცნიერები

ევროპა სწრაფი ტემპით თბება, ეს განსაკუთრებით მის ყველაზე ცივ რეგიონებში შეიმჩნევა.

ევროპელი მეცნიერების განცხადებით არქტიკასა და ალპებში მდებარე პლანეტის კლიმატური ფარი, ყინულის საფარი, რომელიც მზის შუქს ირეკლავს და გლობალურ დათბობას ანელებს, დნობას იწყებს.

“მიუხედავად მკაცრი ყინვისა და უხვი ნალექის ცალკეული ეპიზოდებისა (როგორიც გასულ ზამთარს ალპებსა და რუსეთში დაფიქსირდა), ცივი ზამთარი წარსულს ბარდება. საშუალო წლიურმა ტემპერატურამ ნორმას პრაქტიკულად ყველგან გადააჭარბა და ამ დათბობის სერიოზული შედეგები უკვე ვლინდება,“ - ნათქვამია ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპული ცენტრის (ECMWF) ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ევროპის იმ ტერიტორიების ფართობი, სადაც ზამთარში თერმომეტრის ხაზი ნულს ქვემოთ თუნდაც ერთხელ მაინც ჩამოდის, შემცირდა. ხოლო ძლიერი ყინვები კონტინენტის 90%-ზე გასულ ზამთარს ჩვეულებრივზე იშვიათად დაფიქსირდა.

  • როგორ თბება ევროპა

  • ტემპერატურული რეკორდი: 2025 წელს ევროპის ტერიტორიის 95%-ზე საშუალო წლიური ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იყო.
  • ოკეანეების გახურება: ევროპის ოკეანური წყლების ზედაპირი 2025 წელს რეკორდულად გათბა. ეს რეკორდი ზედიზედ უკვე მეოთხე წელია მყარდება.

მყინვარების დნობა: მყინვარები მთელ ევროპაში დნება. გასულ წელს ისლანდიაში მყინვარის მასის წმინდა დანაკარგის მაჩვენებელმა ისტორიაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო თოვლის საფარი საშუალო მაჩვენებელზე 31%-ით ნაკლები აღმოჩნდა.

2025 წელს ხმელთაშუა ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა, მეორე ყველაზე ცხელი წელი იყო.

დათბობა პოლუსებისკენ მიემართება: სითბური ანომალიები უკვე ნორვეგიის ზღვაში, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის იმ ნაწილშიც დაფიქსირდა, რომელიც ისლანდიისა და ნორვეგიის ნაპირებს აწყდება.

  • რა შედეგები მოჰყვება დათბობას?

მეცნიერებს ყველაზე მეტად ყინულის დნობა აშფოთებთ. თეთრი ყინული მზის სინათლეს ირეკლავს, ოკეანის მუქი წყლებს კი საპირისპირო ეფექტი აქვთ, ისნის სინათლეს შთანთქავენ, რაც პლანეტის გათბობას კიდევ უფრო აჩქარებს.

ოკეანე დედამიწის ზედაპირის 70%-ზე მეტს ფარავს და მან ბოლო ათწლეულების განმავლობაში გლობალური სითბოს 90%-ის შთანთქმა მოახდინა. სულ რაღაც რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე იმდენივე სითბო ინახება, რამდენიც დედამიწის მთელ ატმოსფეროში. რაც უფრო თბება ოკეანე, მით უფრო მცირდება მისი უნარი, შთანთქას ენერგია და შეარბილოს ტემპერატურის მატების ეფექტი პლანეტაზე.

  • ევროპელი მეცნიერების პროგნოზები არასახარბიელოა:

თოვლის დეფიციტი: 2025 წლის მარტში ევროპაში თოვლის საფარის ფართობი საშუალოზე 1,32 მლნ კვ. კმ-ით (31%) ნაკლები იყო, რაც საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის ტერიტორიების საერთო ფართობს უდრის .

გრენლანდიის დნობა: გრენლანდიის ყინულის საფარმა 139 გიგატონა ყინული დაკარგა, რაც დაახლოებით 1,5-ჯერ აღემატება ევროპული ალპების ყველა მყინვარის მასას.

ტყის ხანძრები: გასულ წელს ევროპაში 1 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა. ეს მაჩვენებელი კვიპროსის კუნძულის ტერიტორიის ფართობს აღემატება. ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში გავრცელებული ხანძრების ფართობმა და ატმოსფეროში გაფრქვეულმა გამონაბოლქვმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

წყლის ნაკლებობა: ევროპის მდინარეების 70%-ში წყლის დონე გასულ წელს უჩვეულოდ დაბალი იყო.

  • თუმცა პროგნოზებს ზოგჯერ კარგი ამბებიც ახლავს თან, მაგალითად გასულ წელს ევროპაში უფრო ნაკლები წყალდიდობა და თავსხმა დაფიქსირდა, ვიდრე წინა წლებში.

გარდა ამისა, მცხუნვარე მზე ევროპელებს ნავთობზე, ქვანახშირსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში ეხმარება, რაც ენერგეტიკული კრიზისიდან ერთ-ერთი მთავარი გამოსავალს წარმოადგენს. მზის ენერგიის გამოყენება კი სათბურის აირების გაფრქვევას ამცირებს, რაც გლობალური დათბობის მთავარ მიზეზად მიიჩნევა.

გასულ წელს განახლებადმა წყაროებმა ევროპის ელექტროენერგიის წარმოების თითქმის ნახევარი უზრუნველყვეს. აქედან ისტორიაში პირველად, მზის პანელებით გამომუშავებულმა ენერგიის წილმა 12,5% შეადგინა.

წყარო

იხილეთ ასევე: