26 წლის პასტორის ქალიშვილი, პამელა გიმარაეში, პარასკევს ბრაზილიაში, სერტანოპოლისში მდებარე საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს.
ბრაზილიური გამოცემა Massa-ს ცნობით, იგი ქალი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გიმარაეშს ინსტაგრამზე 10,000 გამომწერი ჰყავდა. მას 4 შვილი დარჩა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ 7 თვისაა. მკვლელობის დროს ყველა მათგანი სახლში იმყოფებოდა და საზარელ მკვლელობას შეესწრნენ.
ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა თბილი ფოტო, სადაც ის და მისი შვილები ერთნაირი ლურჯი პიჟამებით აღნიშნავდნენ აღდგომას.
“დაე, სიყვარული, ერთობა და რწმენა არასოდეს მოაკლდეს თითოეულ თქვენგანს. თქვენ ხართ ჩემი ყველაზე დიდი ძალა, ჩემი ყოველდღიური ბრძოლის მიზეზი და ჩემი ყველაზე დიდი კურთხევა“, -წერდა მოკლული.
ინფლუენსერმა ასევე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პოსტი თავის ჩვილზე, ნენეკოზე და “7 თვის განმავლობაში განცდილ ყველაზე ძლიერ სიყვარულზე“.
“შენ მოხვედი, რომ ყველაფერი შეგეცვალა... მასწავლე, რომ ვიყო კიდევ უფრო ძლიერი, მამაცი და არასოდეს დავნებდე, თუნდაც რთულ დღეებში. შენი ყოველი ღიმილი გამარჯვებაა, ყოველი განვითარება სასწაულია, რომელსაც ყოველდღე ვზეიმობ“, -წერდა ის.
დედამ სოციალურ ქსელში სროლამდე ერთი კვირით ადრე გამოაქვეყნა ოჯახური შავ-თეთრი ვიდეო წარწერით: “და თუ ათასჯერ დაგჭირდები, მე იქ ვიქნები, ათასჯერ შენს გვერდით“.
პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, თუმცა თავდამსხმელი მიმალვაშია და მას ამ დრომდე ეძებენ.
იხილეთ ასევე: