ავტორი:

ფოტოები სამების ტაძრიდან, სადაც მალე გაფართოებული სხდომა დაიწყება

ფოტოები სამების ტაძრიდან, სადაც მალე გაფართოებული სხდომა დაიწყება
  • ფოტოგრაფი: გიორგი ჟამერაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა.

მათივე ცნობით, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას.

შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

წაიკითხეთ ასევე: