ავტორი:

"ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება ახალი პატრიარქი... ბიზნესმენებიდან მხოლოდ მე ვარ აქ სტუმრად მოწვეული" - ლაშა პაპაშვილი

"ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება ახალი პატრიარქი... ბიზნესმენებიდან მხოლოდ მე ვარ აქ სტუმრად მოწვეული" - ლაშა პაპაშვილი

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სადაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მივიდა.

  • მისი თქმით, ფიქრობს, რომ ახალი პატრიარქი მეუფე შიო უნდა გახდეს.

"ვფიქრობ ჩვენი უწმინდესის არჩევანი, გადაწყვეტილება არის ეჭვშეუტანელი და აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი. ყველამ, არათუ შემდგომმა პატრიარქმა, უნდა მივბაძოთ ჩვენს უწმინდესს... ბიზნესმენებიდან მხოლოდ მე ვარ აქ სტუმრად მოწვეული. არ არის მართალი, რომ რამეს ლობირებენ ბიზნესმენები" - უთხრა პაპაშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

წაიკითხეთ ასევე: