1960-იანი წლების ექსპედიციამ იამაიკის ზღვის სილამაზის უნიკალური ხედები დაგვანახა. მაშინ, როცა ციფრული კამერები ჯერ არ არსებობდა, საზღვაო მეცნიერი აილინ გრეჰემი იამაიკის ჩრდილოეთ სანაპიროს წყლებში მარჯნის რიფებს სწავლობდა.

დღეს, როდესაც იამაიკის მარჯნის რიფები მნიშვნელოვნად შემცირებულია, გრეჰემის ფოტოები გვიჩვენებს თუ როგორ გამოიყურებოდა ჯანსაღი, სიცოცხლით სავსე ეკოსისტემა წლების წინ.
"ეს ფოტოები გვიჩვენებს, რამდენად აყვავებული იყო მაშინ ეკოსისტემა. ზღვა ტროპიკულ ტყეს ჰგავდა. შეგვიძლია გავიგოთ, როგორ გამოიყურებოდა აყვავებული რიფი განადგურებამდე," – ამბობს ჯელანი უილიამსი, იამაიკელი საზღვაო მეცნიერი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

ზღვის ზღარბის (Diadema antillarum) გადაშენება – ეს შავი, გრძელეკლიანი ზღვის ზღარბი აკონტროლებს წყალმცენარეების ზრდას და იცავს მარჯნის რიფებს. 1983 წელს უცნობი პათოგენის გამო მასობრივი გადაშენება მოხდა; საფრთხე დღემდე რჩება – 2022 წელს ზღარბის კიდევ ერთი მასობრივი გაქრობა დაფიქსირდა.

გასულ წელს იამაიკას კიდევ ერთ კატასტროფა დაატყდა თავს: მე-5 კატეგორიის ქარიშხალმა, მელისამ, კუნძულს დიდი ზიანი მიაყენა. ქარის სიჩქარემ 295 კმ/სთ შეადგინა, ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროებზე სახლების სახურავები გადახადა, ხეხილი დაამსხვრია და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დააზიანა.
იამაიკის რიფების დაცვა დღეს უკვე მთავრობის უფრო მკაცრ ქმედებებს საჭიროებს – დაწყებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრებით, გადაზიდვების მარშრუტების რეგულირებით, სასტუმროების განვითარების კონტროლით და კვლევების დაფინანსებით.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს მარჯნის რიფების 80%-90% შესაძლოა გაქრეს, რაც გრეჰემის მსგავსი არქივების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
იხილეთ ასევე: