საკრუიზო ლაინერიდან, სადაც სამი მგზავრი "ჰანტავირუსის" შედეგად გარდაიცვალა, ადამიანების ევაკუაცია კვლავ გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც პარიზში გადაიყვანეს, მძიმე მდგომარეობაშია. რაც შეეხება ამერიკელს, რომელიც ნებრასკაშია გადაყვანილი, ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა ამ შემთხვევაში დაავადება ამ ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაავადების "მსუბუქი სიმპტომები“ კიდევ ერთ ადამიანს აღენიშნება.
აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მგზავრს “ანდების შტამი“ - ჰანტავირუსის ერთადერთი სახეობაა დაუდასტურდა, რომელიც ადამიანებს შორის გადადის.

ორშაბათს გემზე დარჩენილი 54 ადამიანიდან, ნაწილი ნიდერლანდებში სპეციალური რეისით გაემგზავრება. ამავე რეისით მოხდება ავსტრალიელი მგზავრების ევაკუაციაც, რადგან ტექნიკური მიზეზების გამო მათთვის განკუთვნილი თვითმფრინავი ტენერიფეზე ვერ ჩაფრინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საფრთხეების პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ, აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა იმ პირზე “აქტიური დაკვირვება“, ვისაც ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი .
ნახეთ ასევე: