ავტორი:

აშშ-ის არმიის ბაზაზე, ბორკილებით დაბმული უცხოპლანეტელი ტრამპის გვერდით მიაბიჯებს - აშშ-ის პირველი პირის გამოქვეყნებულმა ფოტომ საზოგადოება შეაშფოთა

აშშ-ის არმიის ბაზაზე, ბორკილებით დაბმული უცხოპლანეტელი ტრამპის გვერდით მიაბიჯებს - აშშ-ის პირველი პირის გამოქვეყნებულმა ფოტომ საზოგადოება შეაშფოთა

აშშ-ის პირველმა პირმა Truth Social-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, ხელბორკილებიან უცხოპლანეტელთან ერთად მოაბიჯებს.

პოსტი, რომელიც თეთრი სახლის მიერ, უცხოპლანეტელების შესახებ ახალი ფაილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა, ზოგიერთმა მკაცრად გააკრიტიკა. სავარაუდოდ სახუმარო პოსტი განხილვის საგნად იქცა.

ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამის უკან რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მინიშნება უნდა ვეძებოთ.

“შესაძლოა ეს რეალურია, შესაძლოა, ეს ტყუილია. შესაძლოა, ეს საოცრებაა. შესაძლოა, ეს სულელური იუმორი იყოს. შესაძლოა, ეს მსოფლიოს მოსამზადებლად ჭკვიანური გზაა. და ა.შ....“ - დაწერა ინვესტორმა და მათემატიკოსმა ერიკ ვაინშტაინმა X-ზე.

სხვებმა ეს უფრო იუმორისტული “რბილ პროპაგანდად“ აღიქვეს.

  • სურათმა მემების ტალღა გამოიწვია. პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც ტრამპი და ილონ მასკი უცხოპლანეტელთან ერთად დადიან, ჯგუფს კი ჯეფრი ეპშტეინი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, ამ თვის დასაწყისში პენტაგონმა გამოაქვეყნა უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული მრავალი დოკუმენტი, მათ შორის ე.წ. “ამოუცნობი ანომალიური ფენომენები“ (უცხოპლანეტელები).

გამოქვეყნებულ მასალაში შედის ამოუცნობი ობიექტების 20-ზე მეტი სამხედრო ვიდეო, სახელმწიფო დეპარტამენტის ძველი დეპეშები და NASA-ს ჩანაწერები, მათ შორის ბაზ ოლდრინის აღწერა Apollo 11-ის ბორტზე არსებული “საკმაოდ კაშკაშა სინათლის წყაროს“ შესახებ, ასევე დაზვერვის ოფიცრის ანგარიში დედამიწის თავზე მოძრავი “სუპერცხელი“ ბურთის შესახებ.

წყარო

იხილეთ ასევე: