ავტორი:

"ჩემი შვილიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა, საჭესთან 13 წლის ბავშვი იჯდა, შეცდა და დაიღუპა ორი ბავშვი" - მევლუდ მელაძე სასიკვდილო ავარიების მთავარ მიზეზებზე

"ჩემი შვილიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა, საჭესთან 13 წლის ბავშვი იჯდა, შეცდა და დაიღუპა ორი ბავშვი" - მევლუდ მელაძე სასიკვდილო ავარიების მთავარ მიზეზებზე

14 მაისს, დილით, სოფელ ბირლიკში, რუსთავისა და გარდაბნის დამაკავშირებელ გზაზე ტრაგედია დატრიალდა - დიდი სიჩქარით მიმავალი ბმვ, რომელშიც 8 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეასკდა. სოცქსელში ქუჩის კამერით გადაღებული უმძიმესი კადრები გავრცელდა, ჩანს დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა, რომელიც ჯერ ხეს ეჯახება, შემდეგ ტრიალდება, ნაწილებად იმსხვრევა და ცეცხლი ეკიდება. დაიღუპა 8 ახალგაზრდა.

იმავე დღეს ტრაგედიით დასრულდა კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა წყალტუბოს სოფელ პატრიკეთშიც. დაიღუპა 28 წლის დემურ სალუქვაძე. ავარიის მიზეზად კვლავ გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

დემურ სალუქვაძის მანქანას საპირისპიროდ მომავალი მანქანა შეეჯახა. "ქალი იჯდა იმ მანქანის საჭესთან, სხვა მანქანის გასწრებას ცდილობდა, გადავიდა საპირისპირო ზოლში და დემოს მანქანას დაეჯახა. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა".

ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ავარია მოხდა გლდანშიც. დაიღუპა სამსახურიდან შინ მიმავალი ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა ლალი პაპიაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლი დიდი სიჩქარით მიდიოდა, მანქანა ჯერ სხვა ავტომობილს დაეჯახა, მერე ტროტუარზე ავარდა და ქალს დაეჯახა.

  • საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ამ პრობლემის მთავარ მიზეზად უცოდინრობას ასახელებს:

- მნიშვნელობა არა აქვს, ჯარიმებს რამხელაზე გავზრდით, მაინც ყველაფერი განათლებამდე მიდის. არაერთხელ მითქვამს, საგზაო მოძრაობის ანაბანას ახსნა უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, მერე სკოლაში, შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. როცა არა გაქვს ცოდნა, თუ რა შეიძლება მოყვეს სიჩქარეს, იოლია შეცდომების დაშვება. ჩემთვის ასეთი ფაქტები ათმაგად მძიმეა, იმიტომ, რომ ჩემი შვილიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. გამოუარეს მეგობრებმა და ჩაისვეს მანქანაში. საჭესთან 13 წლის ბავშვი იჯდა, ეგონა, სწორ გზაზე მართვას არ დაკარგავდა, მაგრამ შეცდა და დაიღუპა ორი ბავშვი. ერთადერთი გამოსავალი ცნობიერების ამაღლებაა, ისე, როგორც სკანდინავიის ქვეყნებშია. შარშან ფინეთში ავტოავარიაში ერთი დაღუპულიც აღარ ჰყავდათ, იმიტომ, რომ სამოქალაქო ცნობიერება მაღალ დონეზეა და არა იმიტომ, რომ ჯარიმებია მწარე მათრახის მსგავსი. თუმცა საჯარიმო სანქციები სიცოცხლისთვის სახიფათო მანევრების გამო საჭიროა.

სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამოთმევა, მაგრამ გამკაცრება დამხმარე ღონისძიებაა, მთავარია ცოდნა. სკანდინავიის ქვეყნებში ბავშვებს ბაღიდან ასწავლიან, რომ ისინი უკვე საგზაო მოძრაობის მონაწილენი არიან, ისევე როგორც ავტომობილის თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები. რაც უფრო დავაგვიანებთ ამის სწავლებას, მით უფრო გაგრძელდება ტრაგედიები. ძველ ავტომობილებს სიჩქარეც ნაკლები ჰქონდა, თანამედროვე ავტომობილებს კი ძალიან მაღალი აქვს. სივრცე გაცილებით მჭიდროა, მანევრირების საშუალება შეზღუდულია... მაგალითად, განსაზღვრულ ასაკამდე არ შეგიძლია გყავდეს მაღალი კუბატურის მქონე მოტოციკლი. ვფიქრობ, მანქანებზეც შეიძლება იმავეს დაწესება....განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: