ავტორი:

ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ასცდება, შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს - რა გველის თუ ეს მოხდება?

ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ასცდება, შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს - რა გველის თუ ეს მოხდება?

უკვე დიდი ხანია 2024 YR4-ის სახელით ცნობილი ასტეროიდი მეცნიერების თვალთახედვის არეში აღარ ჩანს, თუმცა მის ტრაექტორიას მაინც აკვირდებიან.

შენობის ზომის ობიექტი, რომელიც თავდაპირველად დედამიწასთან შეჯახების საშიშროებას წარმოადგენდა, ამჟამად მზის გარშემო ბრუნავს და ტელესკოპებისთვის მიუწვდომელ ადგილას მოძრაობს.

  • მისი შეცვლილი ტრაექტორია ახლა საფრთხეს მთვარეს უქმნის.

არსებობდა ვარაუდი, რომ 2024 წლის ბოლოს აღმოჩენილი კოსმოსური ქვა ჩვენს პლანეტას 2032 წლის 22 დეკემბრისთვის შეეჯახებოდა. თუმცა, მოგვიანებით, უფრო ზუსტი გაზომვების წყალობით, მკვლევრებმა საბოლოოდ შეძლეს დედამიწასთან შეჯახების გამორიცხვა.

NASA-ს უახლესი მონაცემები მიუთითებს, რომ YR4-ი 2032 წლის ბოლოსთვის შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს, რაც საფრთხე შეუქმნის დედამიწასაც.

თუ ასტეროიდი მთვარეს შეეჯახება, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ დროს საფრთხე შეექმნას ასტრონავტებს ან მთვარის ზედაპირზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ისევე როგორც ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ თანამგზავრებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების, მათ შორის ნავიგაციისა და კომუნიკაციების, შეუფერხებელ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული.

წინასწარი გამოთვლები მიუთითებს, რომ მთვარესთან შეჯახება, სავარაუდოდ დედამიწიდან ხილულ მხარეს მოხდება.

მეცნიერების თქმით, შეჯახებამ შესაძლოა მთვარეზე კრატერი შექმნას, რომლის სიგანე, სავარაუდოდ, 1 კილომეტრი იქნება.

წყარო

იხილეთ ასევე: