1 გარდაცვლილი, 500-მდე დაკავებული და რეანიმაციაში მყოფი გულშემატკივარი - პსჟ-ს ჩემპიონობის შემდეგ საფრანგეთში დაწყებულ არეულობას უმძიმესი შედეგები მოჰყვა (ფოტო)

1 გარდაცვლილი, 500-მდე დაკავებული და რეანიმაციაში მყოფი გულშემატკივარი - პსჟ-ს ჩემპიონობის შემდეგ საფრანგეთში დაწყებულ არეულობას უმძიმესი შედეგები მოჰყვა (ფოტო)

საფრანგეთში ფართომასშტაბიანი არეულობა, რომელიც პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე არსენალთან გამარჯვებას მოჰყვა, ერთი გულშემატკივრის გარდაცვალებით, მეორის კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებით დასრულდა. ამას გარდა, პოლიციამ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

  • შანზ-ელიზეზე, სადაც პოლიცია ხალხის შეკავებას ცდილობდა, დაახლოებით 20 000 ადამიანი შეიკრიბა.

გულშემატკივრები უშვებდნენ ფეიერვერკებსა და ხმოვან მაშხალებს. დაპირისპირების დროს რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

ფეხბურთის გულშემატკივრებმა ცეცხლი წაუკიდეს მაღაზიებს და ზოგიერთში შეიჭრნენ კიდეც. ერთმა მცირე ჯგუფმა პარიზის პოლიციის განყოფილებაში შტურმიც სცადა.

პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც შანზ-ელიზეს მახლობლად 17 წლის ბიჭმა დანით დაჭრის შედეგად მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ის ახლა რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო კიდევ ერთი 23 წლის მამაკაცი მოტოციკლეტის ბეტონის ბლოკთან შეჯახების შემდეგ გარდაიცვალა.

  • პოლიციის ცნობით, დაკავებულთა შორის 82 არასრულწლოვანია.

დაკავებების უმეტესობა პოლიციელებზე თავდასხმას ეხებოდა, ხოლო სხვა ბრალდებები მოიცავს ქურდობას, ვანდალიზმს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ არეულობისას სულ 57 ოფიცერი დაშავდა და აღნიშნა, რომ ძალადობა საფრანგეთის 15 ქალაქში მოხდა.

წყარო: dailymail.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

იხილეთ ასევე: