ავტორი:

რატომ ცხოვრობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს?

რატომ ცხოვრობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს?

თუ ქალი ხართ, სავარაუდოდ, თქვენს ძმებზე ან მამაკაც მეგობრებზე დიდხანს იცოცხლებთ. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ქალი მამაკაცებზე საშუალოდ 5 წლით მეტხანს ცოცხლობს.

დღეგრძელობის ზუსტი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა მეცნიერებს რამდენიმე ჰიპოთეზა აქვთ.

  • ნაადრევი სიკვდილი

კვლევითი გამოცემა Our World in Data-ს მონაცემებით, რუსეთში, უკრაინასა და ვიეტნამში ქალები დაახლოებით 10 წლით ან მეტი ხნით დიდხანს ცხოვრობენ, მაშინ როდესაც ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნიგერია, ეს სხვაობა ძალიან მცირეა.

ნაწილობრივ ამ განსხვავებებს მეცნიერები სოციალური და ქცევითი ფაქტორებით ხსნიან.

“არსებობს მონაცემები, რომ რუსეთში „მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მოწევა და ალკოჰოლი. მამაკაცებში ბევრად უფრო მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ავტოსაგზაო შემთხვევების, ძალადობის, მკვლელობებისა და თვითმკვლელობებისგან“, - განმარტავს მკვლევარი.

  • ესტროგენი ტესტოსტერონის წინააღმდეგ

ერთ-ერთი ასეთი განსხვავება ჰორმონებია.

„ესტროგენები ასრულებენ უამრავ ფუნქციას, რომლებიც იცავს ქალებს“, - ამბობს პროფესორი კონსუელო ბორასი, ფიზიოლოგი, რომელიც სპეციალიზებულია დაბერების საკითხებზე ესპანეთის ვალენსიის უნივერსიტეტში.

მისი თქმით, ისინი ვარირებს ქოლესტერინის დონის კონტროლიდან და იმუნური სისტემის რეგულირებიდან დაწყებული - შარდსასქესო გზების ინფექციების პროფილაქტიკითა და ტვინისა და ძვლების ჯანმრთელობის დაცვით დამთავრებული.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ესტროგენს ამდენი სარგებელი მოაქვს, არის მისი მოქმედება, შეეწინააღმდეგოს მავნე ნაწილაკებს, რომლებიც ხელს უწყობს დაბერებას.

მეორე მხრივ, მამაკაცებში მთავარი სასქესო ჰორმონი არის ტესტოსტერონი, რომელიც დაკავშირებულია უფრო რისკიან ქცევასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები საშუალოდ მამაკაცებზე დიდხანს ცხოვრობენ, კვლევები აჩვენებს, რომ ცხოვრების მანძილზე ისინი ასევე უფრო ხშირად იტანჯებიან არალეთალური დაავადებებით — როგორიცაა ტკივილები წელის არეში, დეპრესიული აშლილობები და თავის ტკივილები.

წყარო

იხილეთ ასევე: