ავტორი:

სენსაციური აღმოჩენა ინდოეთის ოკეანეში - მეცნიერებმა 5 მილიონი წლის წინანდელი “სასაფლაო“ აღმოაჩინეს: რა საიდუმლოს მალავს ფსკერი?

სენსაციური აღმოჩენა ინდოეთის ოკეანეში - მეცნიერებმა 5 მილიონი წლის წინანდელი “სასაფლაო“ აღმოაჩინეს: რა საიდუმლოს მალავს ფსკერი?

ინდოეთის ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილებში მკვლევრებმა უპრეცედენტო მასშტაბის აღმოჩენა გააკეთეს.

საუბარია ვეშაპების გიგანტურ “სასაფლაოზე“, რომელიც მეცნიერებისთვის აქამდე სრულიად უცნობ სახეობებსა და ეკოსისტემებს მალავს.

  • 5 მილიონი წლის საიდუმლო აღმოჩენა დიამანტინას ნაპრალის ზონაში (Diamantina fracture zone) გაკეთდა. მეცნიერების განცხადებით, ეს არის ვეშაპების ყველაზე ღრმა და ვრცელი სამარხი, რაც კი ოდესმე ყოფილა ნაპოვნი.

აღსანიშნავია, რომ ნაპოვნი ნაშთების ნაწილი 5 მილიონ წელზე მეტი ხნისაა.

  • ხუთმეტრიანი ჩონჩხი და უცნობი სახეობები

ექსპედიციის ფარგლებში ნაპოვნ ჩონჩხებს შორის ყველაზე დიდი ეგზემპლარი ხუთი მეტრის სიგრძისაა. სპეციალისტების განმარტებით, ის ანტარქტიდულ მინკე ვეშაპს (Antarctic minke whale) ეკუთვნის.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა გადაატრიალებს არსებულ წარმოდგენებს ოკეანის ბინადრების შესახებ, რადგან ნაპოვნი ძვლები მიუთითებს ისეთ სახეობებსა და ეკოსისტემებზე, რომლებიც აქამდე მეცნიერებისთვის უცნობი იყო.

ამ ეტაპზე კვლევები გრძელდება, რათა დადგინდეს, კიდევ რა საიდუმლოებებს ინახავს ინდოეთის ოკეანის ეს იდუმალი ნაწილი.

წყარო

იხილეთ ასევე: