ჩვენი პლანეტის ნიადაგი ინახავს საიდუმლოს, რომელიც კაცობრიობის გადარჩენისთვის გადამწყვეტია. ახალი, სენსაციური კვლევის თანახმად, დედამიწის ქვეშ არსებული სოკოების ქსელი იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია დედამიწიდან მზემდე მანძილი თითქმის 750 მილიონჯერ დაფაროს.
მეცნიერთა ჯგუფმა (Spun) ხელოვნური ინტელექტისა და მსოფლიოს მასშტაბით აღებული 16,000-ზე მეტი ნიადაგის ნიმუშის მეშვეობით, სოკოების პირველი მსოფლიო რუკა შექმნა. კვლევამ აჩვენა, რომ მიწისქვეშა ქსელების საერთო სიგრძე 110 კვადრილიონ კილომეტრს აღწევს. კვლევის ავტორების განმარტებით, მხოლოდ ერთ ჩაის კოვზ ნიადაგში შესაძლოა 10 მეტრამდე სიგრძის სოკოს ქსელი იმალებოდეს.

ე.წ. არბუსკულური მიკორიზული სოკოები მცენარეთა 70%-ზე მეტთან ქმნიან კრიტიკულ პარტნიორობას. ეს ქსელები, რომლებიც დაახლოებით 475 მილიონი წელია ყალიბდება, მცენარეებს წყალსა და ნუტრიენტებს აწვდიან, სანაცვლოდ კი მათ მიერ გამომუშავებულ ნახშირბადს იღებენ, რითაც კლიმატის რეგულირებაში ეხმარებიან პლანეტას.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის ჩარევა ამ „ცოცხალ ინფრასტრუქტურას“ სერიოზულად აზიანებს:

მეცნიერების თქმით, ყველაზე მჭიდრო ქსელები ტიბეტის პლატოზე, სამხრეთ სუდანისა და აშშ-ის მდელოებზე ფიქსირდება.
მკვლევრები ამ მონაცემების წარდგენას აგვისტოში დაგეგმილ სამიტზე აპირებენ, რათა მსოფლიო ლიდერებმა მიწისქვეშა სამყაროს დაცვაზე იზრუნონ.
იხილეთ ასევე: