ავტორი:

15 წლის გოგონას “ტვინის სიკვდილი“ დაუდგინდა მას შემდეგ, რაც სოც. ქსელებში გავრცელებული სახიფათო ტრენდი შეასრულა - მშობლები განგაშს ტეხენ

15 წლის გოგონას “ტვინის სიკვდილი“ დაუდგინდა მას შემდეგ, რაც სოც. ქსელებში გავრცელებული სახიფათო ტრენდი შეასრულა - მშობლები განგაშს ტეხენ

სოციალურ ქსელებში რამდენიმე წელია პოპულარულობას არ კარგავს სახიფათო ტრენდი, რომლის დროსაც ადამიანები იღებენ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტის სახიფათოდ მაღალ დოზებს ეიფორიისა და ჰალუცინაციების გამოსაწვევად.

პირველად ტრენდი 2020 წელს ამერიკაში გამოჩნდა, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მოზარდებს შორის ისევ იძენს პოპულარობას.

  • 15 წლის ლია პრესონმა ახლახანს ე.წ. “ბენადრილის ტრენდი“ გაიმეორა, რის შემდეგაც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ექიმებმა მას “ტვინის სიკვიდილის“ დიაგნოზი დაუდგინეს და აღნიშნეს, რომ ტვინმა მისი ფუნქცია სრულიად დაკარგა.

მოზარდის მამა მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ექიმები კი აღნიშნავენ, რომ ამ მედიკამენტის მიღება შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში.

წყარო

იხილეთ ასევე: