აშშ-ის ომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტები შოკისმომგვრელ ინფორმაციას შეიცავს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონის მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქეები აქტიურად ცდილობენ ჩამოგდებული ამოუცნობი ანომალიური ფენომენების (UAP) ტექნოლოგიების საიდუმლოს ამოხსნას და მათ აღდგენას.
UAP Disclosure Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორდან ფლაუერსმა განაცხადა, რომ 12 ივნისს გასაჯაროებული UFO-ს ფაილების მესამე ნაწილი ადასტურებს საგანგაშო ფაქტს: რუსეთი და ჩინეთი ჩართულნი არიან კვლევებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
“ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჩინელებმა და რუსებმა შესაძლოა ხელში ჩაიგდეს ამოუცნობი ობიექტები და სცადეს მათი ტექნოლოგიების გაშიფვრა“, - განაცხადა ფლაუერსმა. მისივე თქმით, ეს არის გლობალური ფენომენი და ნამდვილი რბოლა იმის დასადგენად, თუ ვინ შეძლებს პირველი ამ ტექნოლოგიების ათვისებას.
ინფორმატორმა და საჰაერო ძალების ყოფილმა ოფიცერმა, დევიდ გრუშმა, ჯერ კიდევ ადრე გააჟღერა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლება ფლობს მონაცემებს რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ამერიკული UAP პროგრამების ფარული თვალთვალის შესახებ.
ჯორდან ფლაუერსის განცხადებით, ამ ფაილების გასაჯაროება აჩვენებს, რომ ამოუცნობი ფენომენების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისთვის "მაღალი პრიორიტეტის თემაა“.
საკითხის მასშტაბურობის გამო, 25 ივნისს ვაშინგტონში დაგეგმილია ფორუმი, სადაც UAP-ის გავლენას ტექნოლოგიურ, უსაფრთხოების და რელიგიურ ჭრილში განიხილავენ.
გასაჯაროებულ ფაილებში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი 2008 წლის 2 ივლისს ზიმბაბვეში მომხდარ შემთხვევას ეხება. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) საიდუმლო დეპეშის თანახმად, ქვეყნის მთავარ აეროპორტთან, ჰარარეში, ამოუცნობი ობიექტი დააფიქსირეს.
თვითმხილველები ობიექტს აღწერდნენ, როგორც:
ობიექტმა მალევე წარმოუდგენელი სიჩქარით აკრიფა სიმაღლე და მხედველობის არიდან გაქრა. ამ შემთხვევამ აშშ-ის მთავრობაში გამოიწვია მწვავე დებატები იმის შესახებ, იყო ეს რომელიმე ქვეყნის უახლესი სადაზვერვო მოწყობილობა თუ უცხოპლანეტური წარმოშობის ხომალდი. ინციდენტის გამო, რეგიონში ამერიკული სპეცსამსახურები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.
იხილეთ ასევე: