ავტორი:

ზვიგენისგან დასახიჩრებული ქალი კომიდან გამოვიდა - საზარელი თავდასხმის ისტორია: როგორ გადარჩა მოცურავე, რომელსაც 5 ოპერაცია და კიდურის ამპუტაცია დასჭირდა

ზვიგენისგან დასახიჩრებული ქალი კომიდან გამოვიდა - საზარელი თავდასხმის ისტორია: როგორ გადარჩა მოცურავე, რომელსაც 5 ოპერაცია და კიდურის ამპუტაცია დასჭირდა

ავსტრალიაში, სიდნეის ერთ-ერთ პოპულარულ პლაჟზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავებული 34 წლის ლია სტიუარტი ხელოვნური კომიდან გამოვიდა. ქალმა თავდასხმისას ხელი დაკარგა და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ექიმები და ოჯახის წევრები მომხდარს ნამდვილ სასწაულს უწოდებენ.

შემზარავი შემთხვევა შაბათს, 13 ივნისს, სიდნეის ქუჯის პლაჟზე (Coogee Beach) მოხდა. ლია სტიუარტი, რომელიც პროფესიით მასწავლებელია, დილით საცურაოდ მივიდა და წყალში ნაპირთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა, როდესაც მას ზვიგენი დაესხა.

თვითმხილველების თქმით, ქალი წყლიდან გამვლელებმა ამოიყვანეს, რის შემდეგაც ის ვერტმფრენით საავადმყოფოში გადააფრინეს.

  • ლიამ კიდურებზე მრავლობითი ნაკბენი მიიღო და უდიდესი რაოდენობით სისხლი დაკარგა. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანისას უკიდურესად კრიტიკული იყო.

34 წლის ქალს ხუთი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმები იძულებულნი გახდნენ მისი მკლავის ამპუტაცია მოეხდინათ.

სამშაბათს მედიკოსებმა მედიკამენტების დოზა შეამცირეს, რათა პაციენტი ხელოვნური კომიდან მცირე ხნით გამოეყვანათ. ლიამ თვალები გაახილა და გვერდით მყოფ დედასა და პარტნიორს უთხრა: “მიყვარხართ“, შემდეგ კი იკითხა, იყო თუ არა მისი პატარა ქალიშვილი უსაფრთხოდ.

  • ავსტრალია ზვიგენების ალყაში: "იდეალური შტორმი" სანაპიროებზე

ლია სტიუარტის შემთხვევა წელს ავსტრალიაში მომხდარი თავდასხმების სერიის ნაწილია. მხოლოდ იანვარში, ორ დღეში ოთხი თავდასხმა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი მოზარდი მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გასულ თვეში კი ორი ფატალური შემთხვევა მოხდა:

  1. კუინზლენდში 39 წლის მამაკაცი თევზჭერისას დაიღუპა;
  2. დასავლეთ ავსტრალიაში 38 წლის ორშვილიანი მამა, სტივენ მატაბონი, 4-მეტრიანმა ზვიგენმა სასიკვდილოდ დაგლიჯა.

ექსპერტები ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროებზე შექმნილ ვითარებას ზვიგენებისთვის “იდეალურ შტორმს“ უწოდებენ.

რაც შეეხება ლიას, მას წინ კიდევ არაერთი ოპერაცია და რეაბილიტაციის ხანგრძლივი გზა ელის, თუმცა მისი გაღვიძება პირველი პოზიტიური ნაბიჯია გადარჩენისკენ.

წყარო

იხილეთ ასევე: