აშშ-ში ყოფილი პასტორი დევიდ ვანდერ მირი ცოლის მკვლელობისა და სადაზღვევო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება 20 წლის წინ მომხდარ დანაშაულს, როდესაც მისი მეუღლე, ბერნადეტ ვანდერ მირი, იუტას შტატში, ზაიონის ეროვნულ პარკში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ქალი 2006 წლის აგვისტოში ცნობილი საფეხმავლო ბილიკიდან, “Angel’s Landing“-იდან გადავარდა და დაიღუპა, რის გამოც საქმე უბედურ შემთხვევად ჩაითვალა და დაიხურა. თუმცა მოგვიანებით გამოძიება ხელახლა განახლდა.
ვაშინგტონის ოლქის სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, საქმე ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც ვანდერ მირის ყოფილმა ეკლესიის წინამძღოლმა გამომძიებლებს აცნობა, რომ “სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა“ და რომ “დევიდმა ბერნადეტს ხელი უბიძგა“.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთმა ყოფილმა ეკლესიის წინამძღოლმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მამაკაცმა შესაძლოა ცოლი თავად გადააგდო. ამავე დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ბერნადეტი გარდაცვალებამდე ქმრის ღალატზე ეჭვობდა და მათ შორის ურთიერთობა დაძაბული იყო.

წყვილი 2006 წლის 22 აგვისტოს, ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად, ზაიონის ეროვნულ პარკში, ენჯელს ლენდინგის მწვერვალზე ადიოდა. ვანდერ მირი ამტკიცებდა, რომ მზის ამოსვლის ფოტოების გადასაღებად ემზადებოდა, როდესაც შებრუნდა და გაიგონა, როგორ “კიოდა“ მისი 29 წლის ცოლი დაცემისას.
სავარაუდო მკვლელი ქმარი ბილიკზე გაიქცა, რათა ეპოვა ვინმე, ვისაც მობილურზე უკეთესი მირება ჰქონდა და 911-ზე დაერეკა - Fox13-ის ცნობით, ბერნადეტის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ ენჯელს ლენდინგის ძირში იპოვეს.
ენჯელს ლენდინგს, რომელიც ცნობილია თავისი საშიში კლდოვანი წარმონაქმნით ვიწრო ქედებითა და საშინელი დახრილობებით, თითქმის 450 მეტრის სიმაღლისაა.
მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, ბერნადეტის დაცემა უბედურ შემთხვევად შეფასდა და საქმე დაიხურა, თუმცა სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ გამომძიებლებმა მისი გარდაცვალების გარემოებები საეჭვოდ მიიჩნიეს.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ვანდერ მერი მაშინ ახალგაზრდა პასტორი იყო, თუმცა, სავარაუდოდ, მან სექსუალური ურთიერთობა არასრულწლოვან გოგონასთან 16 წლის ასაკში დაიწყო და უთხრა, რომ მათ ერთად ყოფნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ მისი ცოლი “ცოცხალი“ იქნებოდა.
ბერნადეტის ფატალური დაცემიდან ერთი ან ორი წლის შემდეგ პასტორი, სავარაუდოდ, ეკლესიიდან განკვეთეს. პროკურორები აცხადებენ, რომ ის, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი წევრებისთვის საკუთარ სახლში ალკოჰოლური სასმელებით სავსე წვეულებებს მართავდა.
ბერნადეტის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ვანდერ მირი ეკლესიის ყოფილ მრევლზე დაქორწინდა. წყვილი 2014 წელს განქორწინდა.
დევიდ ვანდერ მირი ამჟამად ლას-ვეგასში იმყოფება დაკავებაში და უცნობია, გადაიყვანენ თუ არა მას იუტაში ოფიციალური ბრალდებების წასაყენებლად. გამოძიება გრძელდება.
იხილეთ ასევე: