ავტორი:

კონგოს ჯუნგლებში მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანებთან კონტაქტზე ისტორიაში პირველად, საკუთარი ნებით გამოვიდა

კონგოს ჯუნგლებში მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანებთან კონტაქტზე ისტორიაში პირველად, საკუთარი ნებით გამოვიდა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (DRC) გაუვალ ტყეებში ნამდვილი სამეცნიერო სენსაცია მოხდა. მკვლევრებმა დაადასტურეს სრულიად ახალი სახეობის მაიმუნის არსებობა, რომელიც გამორჩეული გარეგნობით - მკვეთრი ნარინჯისფერ-ვარდისფერი ტუჩებითა და შავი სახით გამოირჩევა.

პრიმატის პოვნას თითქმის ორი ათწლეული დასჭირდა. ის მთელი ამ დროის განმავლობაში ადამიანებს ემალებოდა და აღსანიშნავია, რომ კონტაქტზე თავად გამოვიდა.

  • როგორ იპოვეს “ლიკველი“?

ამ უჩვეულო ცხოველის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ 2008 წელს გაჩნდა, როდესაც გარემოსდამცველებმა მისი მხოლოდ ერთი ბუნდოვანი ფოტოს გადაღება მოახერხეს. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, სანამ მეცნიერებმა პრიმატი კვლავ არ შენიშნეს, რის შემდეგაც საერთაშორისო ჯგუფმა მისი შესწავლა დაიწყო.

ადგილობრივი მოსახლეობა ამ მაიმუნს კარგად იცნობდა და მას “ლიკველის“ უწოდებდა, თუმცა მეცნიერებისთვის ის აქამდე უცნობი იყო. ახლახან კი გენეტიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს სრულიად ახალ სახეობასთან, რომელსაც ლათინურად Colobus congoensis უწოდეს. ეს არის ბოლო 75 წლის განმავლობაში აფრიკაში აღმოჩენილი მაიმუნის მხოლოდ მეხუთე სახეობა.

ახალი სახეობა ლომამის ეროვნული პარკის მაღალ ხეებზე, გაუვალ ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მისი გარეგნობა მართლაც შთამბეჭდავია:

  1. მკვეთრი ნარინჯისფერ-ვარდისფერი ტუჩები, რომლებიც შავ სახეზე განსაკუთრებით გამოირჩევა.
  2. შავი ბეწვი, რომელიც მას ხეების ჩრდილში დამალვაში ეხმარება.
  3. ცერა თითების არქონა - რაც დამახასიათებელია კოლობუსის ჯგუფის მაიმუნებისთვის.

მკვლევრების თქმით, ეს მაიმუნები საკმაოდ მორცხვები არიან და ხეების კენწეროებში იმალებიან. საინტერესოა, რომ მეცნიერებმა გამოკითხეს 52 სოფლის მცხოვრები, თუმცა “ლიკველი“ ნანახი მხოლოდ რვა სოფლის მაცხოვრებლებს ჰქონდათ.

  • იდუმალი “ღრიალი“ და ეკოსისტემის როლი

მიუხედავად იმისა, რომ მათი დანახვა რთულია, მათი გაგონება ყოველთვის შესაძლებელია. ამ სახეობას ახასიათებს სპეციფიკური, რეზონანსული “ღრიალი“.

პროფესორი ქეით დეტვიილერი განმარტავს, რომ ეს ბალახისმჭამელი ცხოველები ეკოსისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობენ თესლის გავრცელებასა და ტყის განახლებას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი კაშკაშა ტუჩები შესაძლოა ვიზუალური სიგნალი იყოს ერთმანეთის ამოსაცნობად ან მეწყვილის მოსაზიდად.

სამწუხაროდ, ახლად აღმოჩენილი სახეობა საფრთხის ქვეშაა. ადგილობრივი მოსახლეობა მათ ხორცის გამო ნადირობს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახლა, როდესაც Colobus congoensis ოფიციალურად კლასიფიცირდა როგორც ცალკეული სახეობა, ის სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცევა.

წყარო

იხილეთ ასევე: