ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თელავში, სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
- ტელეწამყვანის თქმით, ქალებზე ძალადობა დასაგმობია, თუმცა, რუსულ ენაზე მოსაუბრე დამსვენებლების საქციელი მიუღებელია.
"ქართველი წყვილი ყველაზე ბედნიერ დღეს ირგებდა.
ამ დროს, რუსი ღორი ადგა და ქართულ სუფრას შარდი გადაასხა. თურმე ხმაური აწუხებდა დაუპატიჟებელ სტუმარს.
ღორმა!
ამდენი გაბედა ამ ქვეყანაში!
ავიდნენ, უთხრეს, ქცევა შეეცვალა და მოიქცა, როგორც ნამდვილი შოვინისტი.
ქალებზე ძალადობას ვგმობთ, მაააააგრამ დაუფსას პუტინს სუფრაზე! იმედია, ამ ბიჭის აგრესია იყო პასუხი ყველა რუსისთვის, რომელიც თავს უფლებას აძლევს ამ ქვეყანას თავზე დააფსას!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
- ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ასევე იხილეთ: