მიმდინარე წლის 8 ივლისს, საკუთარ დაბადების დღეზე შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე იქორწინა. თავდაპირველად კადრები მსახიობის ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ გაავრცელა - იტალიაში, კომოს ტბაზე წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს. ცერემონიის დეტალები უმკაცრესად გასაიდუმლოებული იყო.
თუმცა, ახლახან ბეგაშვილმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ზღაპრული გარემო და დახვეწილი დეკორი მის გამომწერებს აღაფრთოვანებს.
როგორც ჩანს, წყვილის ფიცის დადების ცერემონია და ხელის მოწერა ულამაზესმა, თეთრმა ფეიერვერკმა დააგვირგვინა.




ცერემონიის დასრულების შემდეგ წყვილმა ულამაზესი ფოტოსესია მოაწყო. ქორწილში საპატიო ადგილს იკავებდა მათი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი, რომელიც ნეფე-პატარძალზე არანაკლებ მონდომებით პოზირებდა.




უცნობია ვინ დაიჭირა პატარძლის ნასროლი თაიგული, თუმცა მასთან ერთად ამაყად პოზირებს ევა ბარბაქაძე. ის კომოს ტბაზე შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა და ამ უმნიშვნელოვანეს დღეს დედას გვერდიდან არ მოსცილებია.




რამდენიმე წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული. ურუშაძეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. როგორც Companyinfo-ზე ვკითხულობთ, რომ ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
იხილეთ ასევე: