"დავით მამაგეიშვილი [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი] სახეში ურტყამს ხელს სანდრო სეხნიაშვილს. სანდრო სხვა აქტივისტებთან ერთად ცოტა ხნის წინ დააკავეს" - აღნიშნულის შესახებ ფოტოგრაფი ლევან ზაზაძე სოციალურ ქსელში წერს და თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეოს აქვეყნებს.
მანამდე, სამართალდამცველებმა თორნიკე თოშხუა დააკავეს, რომელიც საკრებულოსთან იდგა ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო განთავსებული.